ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის მთავარი საფუძველია გაზრდილი მოხმარება, ახალი ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება -დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქსა და რეგიონებში სამომხმარებლო ტარიფები იზრდება ხუთი თეთრით, ხოლო კომერციული სექტორისთვის, ანუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, სხვადასხვა ძაბვის საფეხურების მიხედვით, ტარიფი განსხვავებულია და ზრდა შეადგენს 4-დან 6 თეთრამდე.
ნარმანიას თქმით, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფების ზრდის მთავარი საფუძველი არის ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება.
„გათვალისწინებულია ასევე ენერგიის გაზრდილი ფასები და ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეებში. ამასთან, განსაზღვრულია ინვესტიციების ოპტიმალური მოცულობა, რათა ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს, გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის. ამასთან, საინვესტიციო მოცულობა ბოლო პერიოდში დაკორექტირდა და მარეგულირებელი კომისიის მიერ ისე დამტკიცდა, რომ ტარიფზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ ჰქონოდა. კომისიის შეფასებით, ინვესტიციების გარეშე მდგომარეობა გაუარესდებოდა, გაიზრდებოდა ავარიები და ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტები, რის შედეგადაც ყველაზე მეტად მოსახლეობა დაზარალდებოდა. შესაბამისად, კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება", - აღნიშნა ნარმანიამ.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, ტარიფების მატება ემსახურება სისტემის გამართულ მუშაობას და ავარიების შემცირებას.
„ხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, გახშირებულია ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები, განსაკუთრებით უამინდობის დროს. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელი კომისია სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახორციელებს წყვეტების მონიტორინგსა და ანალიზს. გამოვლინდა, რომ რიგ მიმართულებებში ავარიების რაოდენობა იზრდებოდა. ტექნიკური დეპარტამენტის გასვლითი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ინფრასტრუქტურის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდებოდა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საინვესტიციო მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია.
გახსოვთ, ამის შესაძლებლობა როცა არსებობდა, მარეგულირებელმა კომისიამ ორი წლის წინ ტარიფი სამი თეთრით შეამცირა, რის შედეგადაც 2024-2025 წლებში სამი თეთრით შემცირებული ტარიფი მოქმედებდა. ამიტომ ჩვენ იმ პერიოდის მდგომარეობას ვუბრუნდებით და დამატებით ორი თეთრით იზრდება. ასევე, 2025 წლის ბოლოს სამი თვის ვადით დაწესდა დროებითი ტარიფი, რათა შევჯერებულიყავით საინვესტიციო საჭიროებებზე, ელექტროენერგიის მოსალოდნელ გენერაციასა და ბალანსზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.
მსგავსი სიახლეები
მარკო რუბიომ და ირაკლი კობახიძემ სატელეფონო საუბარი გამართეს
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რათა ელექტროენერგიაზე ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ჩემი გადაწყვეტილებით გაუქმდა საზაფხულო დრო, რაც იყო კარგი ქართველების ჯანმრთელობისთვის, ასევე, ტურისტებს უადვილებდა ზაფხულში საქართველოში გადაწყობას-სააკაშვილი
ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის მთავარი საფუძველია გაზრდილი მოხმარება, ახალი ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება -დავით ნარმანია
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს საელჩო აშშ-ის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით პირველად წარსდგა -თამარ ტალიაშვილი
დავით მათიკაშვილი: ქართული ტკივილი არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი, რომ გამოეხატათ თავისი მწუხარება
"ეს ევროპარლამენტი პატარა პოლიტბიუროს ჰგავს''- ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
“ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარეშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო”- გიორგი ვოლსკი
ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა
გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში: ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი
"ძალიან მკაფიოდ გაკვალა გზა მისმა უწმინდესობამ და ყველა ვალდებულია, რომ ამ გზას გაყვეს" - ვატო შაქარიშვილი
თამარ ტალიაშვილი - საქართველოს საელჩო აშშ-ის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით პირველად წარსდგა
არჩილ გამზარდია: ჩვენ თუ პოპულარიზაციის რისკებზე ვლაპარაკობთ, მაშინ ოსკარ უაილდი, ელტონ ჯონი, ჯორჯ მაილკი, ფრედი მერკური ყველა უნდა ავკრძალოთ
,,კანონით მორალს ვერ გააკონტროლებ''- ლევან აბაშიძე
არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი, ეს თუ გმირობაა, მაშინ რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს
,,როდესაც საუბარია დანაშაულზე, უნდა ისაუბრონ დანაშაულზე და არა ის, ვინ შეიძლება იყო მრავალშვილიანი, ან რა საჭიროება შეიძლება გააჩნდეს''- რატი იონათამიშვილი
ლაშა ტალახაძე: ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან
ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი -ირანის ელჩი საქართველოში