,,არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება''- მიხეილ სარჯველაძე

 

ფაქტია, რომ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც ვრცელდება რეფერენტული პოლიტიკა, უზრუნველყოფილია სამართლიანი ფასები, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, გვხვდება არასწორი საფასო პოლიტიკის შემთხვევები, -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება.

„როდესაც ვსაუბრობთ თავისუფალ რეჟიმში მედიკამენტების მიმოქცევაზე, სამწუხაროდ, შესაძლოა, გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს. ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება, რაც გულისხმობს იმას, რომ მედიკამენტები პაციენტებს მიეწოდებოდეთ ოპტიმალურ, სამართლიან ფასად და, მეორე მხრივ, ბიზნესისთვისაც იყოს შესაძლებელი მოგების მიღება.

თუმცა აქ პრობლემების ჩამონათვალი არ მთავრდება. სამწუხაროდ, კვლავ გვხვდება კომერციული გავლენით მედიკამენტების დეფიციტის შექმნის ფაქტები. ამ კუთხით აქტიური რეგულირება დაგვჭირდება და აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება, რათა არსებობდეს მკაფიო ვალდებულება - პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო მედიკამენტზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა და, ამავდროულად, შენარჩუნდეს სამართლიანი ფასი. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის რეგულირება სამართლიანია, რადგან ის პაციენტებს იცავს გაზრდილი, ჭარბი ფასებისგან. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და, ვფიქრობ, მის საპირისპიროდ რაიმე წონადი და მნიშვნელოვანი არგუმენტი ობიექტურად არ მოიპოვება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
თბილისის ანძა ლურჯად განათდა
მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტებზე შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს, ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება
,,არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება''- მიხეილ სარჯველაძე
სემეკ-ი ელექტროენერგიის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა
სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით- ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით''- მიტროპოლიტი საბა გიგიბერია
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
„ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს- ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია''- მიტროპოლიტი ისაია
მეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო
,,ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი
,,ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია - არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება''- ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობი
"უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება" - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი პატრიარქის არჩევაზე
"პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა" - მეუფე დიმიტრი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან - 29 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით