მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტებზე შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს, ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება

"სამწუხაროდ, კონკურენცია თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა, სამართლიანი ფასების შენარჩუნებას. სექტორს მუდმივად სჭირდება თვალყურის დევნება და ამის დასტურია, კონკურენციის სააგენტოს ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე მოკვლევა, სადაც გამოვლინდა, საკმაოდ მწვავე პრობლემები, დაწყებული არაკეთილსინდისიერი მარკეტინგით და დამთავრებული არასწორი საფასო პოლიტიკით. ამ ყველაფერს პერმანენტული დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, რათა მოხდეს პრევენცია კარტელური გარიგებებისა თუ პოლიფარმაციასთან დაკავშირებული საკითხების," - განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიფარმაცია გლობალური, მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. წამლის მწარმოებლები, იმპორტიორები თუ დისტრიბუტორები კი შესაძლოა სხვადასხვა ხერხებს მიმართავდნენ პრეპარატების რეალიზაციისთვის.
"გამოიყენება მექანიზმები, როგორიცაა მედიკამენტების შედეგებთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა, არასაჭირო რაოდენობის წამლის გამოწერა და ა.შ.

ამას სჭირდება არა უბრალოდ ეთიკის ამარა დატოვება, არამედ სამართლებრივი ჩარჩო და სამართლებრივი შეზღუდვები, რომლებიც მაქსიმალურად დააზღვევს პაციენტს ჭარბი, არასაჭირო, ზედმეტი, ხშირ შემთხვევაში მავნებელი რაოდენობით მედიკამენტების დანიშვნისგან. ბუნებრივია, რომ ასეთ კომერციულ ინტერეს, რომელიც შეუთავსებელ კონფლიქტში ექცევა პაციენტების ინტერესთან გასაქანი არ უნდა მიეცეს. აღნიშნულს პერმანენტულად ვაკვირდებით და რელევანტურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ," - განაცხადა მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
თბილისის ანძა ლურჯად განათდა
მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტებზე შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს, ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება
,,არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება''- მიხეილ სარჯველაძე
სემეკ-ი ელექტროენერგიის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა
სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით- ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით''- მიტროპოლიტი საბა გიგიბერია
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
„ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს- ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია''- მიტროპოლიტი ისაია
მეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო
,,ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი
,,ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია - არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება''- ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობი
"უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება" - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი პატრიარქის არჩევაზე
"პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა" - მეუფე დიმიტრი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან - 29 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით