თბილისის ანძა ლურჯად განათდა
თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრი ტრადიციულად ყოველწლიურ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა.
მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
„ეროვნული სკრინინგ ცენტრი უერთდება მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიას და თბილისის სატელევიზიო ანძას ლურჯად ანათებს. ეს ერთი მხრივ, გამოხატავს სოლიდარობას პაციენტების მიმართ და მეორე მხრივ, შეახსენებს მოსახლეობას დროული მიმართვიანობის მნიშვნელობაზე. მოვუწოდებთ ყველას, 50-დან 70 წლის ჩათვლით მოქალაქეებს, უფასოდ ჩაიტარონ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი და იყვნენ დაცული", - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ.
თბილისის სატელევიზიო ანძა მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის" მხარდაჭერით განათდა.
კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.
მსგავსი სიახლეები
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
თბილისის ანძა ლურჯად განათდა
მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტებზე შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს, ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება
,,არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება''- მიხეილ სარჯველაძე
სემეკ-ი ელექტროენერგიის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა
სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით- ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით''- მიტროპოლიტი საბა გიგიბერია
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
„ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს- ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია''- მიტროპოლიტი ისაია
მეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო
,,ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი
,,ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია - არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება''- ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობი
"უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება" - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი პატრიარქის არჩევაზე
"პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა" - მეუფე დიმიტრი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა