,,საქართველო რჩება სუბიექტად, რომელთანაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს პირდაპირ საუბარს''- დავით ქართველიშვილი

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი შეფასებით, აღნიშნული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია არა იმდენად შინაარსით, არამედ ფორმატით, რაც, მისი თქმით, მიუთითებს, რომ საქართველო კვლავ რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ დღის წესრიგში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო საკითხებს, თუმცა განცხადებები თავშეკავებული და პრაგმატული იყო.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბარი სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც კონტაქტის ფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ფორმალური შინაარსი. ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის გაწელილი პაუზისა და პოლიტიკური გაგრილების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის პირდაპირი დიალოგის ფაქტი უკვე აღარ არის მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი - ეს არის სიგნალი, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ დღის წესრიგში და არ არის გამოტანილი მისი აქტუალური ინტერესების ფარგლებს გარეთ.

შინაარსობრივად, საუბარი შეეხო მთავარ ბლოკებს ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო დღის წესრიგს. დიახ, სახელმწიფო დეპარტამენტის ფორმულირებები იყო თავშეკავებული და ნეიტრალური ხმამაღალი განცხადებების, დაპირებებისა და დემონსტრაციული პოლიტიკური ჟესტების გარეშე. მაგრამ სწორედ ეს არის პრაგმატიზმის მაჩვენებელი: არ არის ბრალდებები, არ არის ზეწოლა, არ არის საჯარო კონფრონტაცია. დიპლომატიაში ეს ნიშნავს ერთს მხარეები შეგნებულად ტოვებენ სივრცეს შემდგომი დიალოგისთვის და არ კეტავენ შესაძლო დაახლოების არც ერთ სცენარს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საუბარში ხაზი გაესვა საქართველოს როლს, როგორც რეგიონულ პარტნიორს. ეს არ არის უბრალოდ რიტორიკა - ეს არის მარკერი. სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ტურბულენტობის, ენერგეტიკული მარშრუტებისა და ლოჯისტიკური დერეფნების ფონზე საქართველოს მნიშვნელობა ობიექტურად იზრდება და ვაშინგტონი ამას აფიქსირებს. შესაბამისად, მიუხედავად წარსულში გამოთქმული მკვეთრი შეფასებებისა და კრიტიკისა, აშშ არ არის მზად დაკარგოს თბილისი, როგორც რეგიონული არქიტექტურის ელემენტი. სწორედ ამიტომ შედგა ეს კონტაქტი - ზედმეტი ხმაურის გარეშე, მაგრამ უმაღლეს დონეზე.

ამასთან, კონკრეტული შეთანხმებების არქონა არ უნდა გახდეს მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველი. ეს არც სისუსტეა და არც ჩავარდნა 0 ეს არის ეტაპი. საუბარი არ არის საბოლოო გადაწყვეტილებებზე, არამედ კომუნიკაციის არხის აღდგენაზე. იმ პირობებში, როდესაც ადრე ჟღერდა მკვეთრი ფორმულირებები ქართული ხელმძღვანელობის მიმართ, პირდაპირ დიალოგზე გადასვლის ფაქტი უკვე ტონალობის ცვლილებას ნიშნავს. დიდი პოლიტიკა ემოციებით არ მუშაობს - ის მუშაობს ნდობის ეტაპობრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენით.

სწორედ ამიტომ ამ საუბრის შეფასება უნდა იყოს მკაცრი და რეალისტური: ეს არ არის გარღვევა, მაგრამ არც სიცარიელე. ეს არის ფრთხილი, თუმცა პრინციპული დაფიქსირება - საქართველო რჩება სუბიექტად, რომელთანაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს პირდაპირ საუბარს. ხოლო თანამედროვე გეოპოლიტიკაში ეს უკვე არის რესურსი, რომელსაც ან იყენებ, ან კარგავ. ამ ეტაპზე თბილისმა ეს რესურსი არ დაკარგა - და სწორედ ეს არის ამ კონტაქტის მთავარი პოზიტიური შედეგი. ნიშანდობლივია, რომ მარკო რუბიომ ეს ზარი განახორციელა ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ - ამერიკამ აღადგინოს საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა. ვნახოთ - ღმერთმა ქნას", - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა -ირაკლი კობახიძე
,,საქართველო რჩება სუბიექტად, რომელთანაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს პირდაპირ საუბარს''- დავით ქართველიშვილი
ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება
მარკო რუბიომ და ირაკლი კობახიძემ სატელეფონო საუბარი გამართეს
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რათა ელექტროენერგიაზე ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ჩემი გადაწყვეტილებით გაუქმდა საზაფხულო დრო, რაც იყო კარგი ქართველების ჯანმრთელობისთვის, ასევე, ტურისტებს უადვილებდა ზაფხულში საქართველოში გადაწყობას-სააკაშვილი
ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის მთავარი საფუძველია გაზრდილი მოხმარება, ახალი ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება -დავით ნარმანია
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს საელჩო აშშ-ის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით პირველად წარსდგა -თამარ ტალიაშვილი
დავით მათიკაშვილი: ქართული ტკივილი არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი, რომ გამოეხატათ თავისი მწუხარება
"ეს ევროპარლამენტი პატარა პოლიტბიუროს ჰგავს''- ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
“ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარეშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო”- გიორგი ვოლსკი
ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა
გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში: ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი
"ძალიან მკაფიოდ გაკვალა გზა მისმა უწმინდესობამ და ყველა ვალდებულია, რომ ამ გზას გაყვეს" - ვატო შაქარიშვილი
თამარ ტალიაშვილი - საქართველოს საელჩო აშშ-ის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით პირველად წარსდგა
არჩილ გამზარდია: ჩვენ თუ პოპულარიზაციის რისკებზე ვლაპარაკობთ, მაშინ ოსკარ უაილდი, ელტონ ჯონი, ჯორჯ მაილკი, ფრედი მერკური ყველა უნდა ავკრძალოთ
,,კანონით მორალს ვერ გააკონტროლებ''- ლევან აბაშიძე