31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი - 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი - საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.
რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"[1]
რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,08 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით [2] ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.
მსგავსი სიახლეები
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
თბილისის ანძა ლურჯად განათდა
მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტებზე შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს, ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება
,,არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება''- მიხეილ სარჯველაძე
სემეკ-ი ელექტროენერგიის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა
სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით- ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით''- მიტროპოლიტი საბა გიგიბერია
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
„ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს- ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია''- მიტროპოლიტი ისაია
მეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო
,,ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი
,,ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია - არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება''- ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობი
"უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება" - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი პატრიარქის არჩევაზე
"პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა" - მეუფე დიმიტრი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა