ირაკლი ქადაგიშვილი: 31 მარტის რეფერენდუმს ყველა დავეთანხმეთ, ამ დროს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება

1991 წლის 31 მარტს ყველა პოლიტიკოსმა, ქართველმა ერმა საქართველოს დამოუკიდებლობის საყოველთაო დემონსტრირებას დაუჭირა მხარი. მას შემდეგ საქართველოს მარტივი გზა არ აქვს გავლილი, რეალური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროს სხვადასხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო.

„საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა, როცა რეფერენდუმი ცხადდებოდა, რადგან ეროვნული მოძრაობის ნაწილი მხარს არ უჭერდა საბჭოთა კავშირში საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ყოფნის კანონიერებას. რეფერენდუმით ირიბად ვაღიარებდით, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით. ანუ, პოლიტიკურად ვაღიარებდით, თორემ, რა თქმა უნდა, დე ფაქტო ვიყავით. საკითხი საბოლოოდ როცა გადაწყდა, რეფერენდუმს ყველა დავეთანხმეთ, რადგან საჭირო იყო მთელი ერის ერთსულოვნების ჩვენება. ამ დროს სხვადასხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. მაშინ, ყველა პოლიტიკოსმა და ქართველმა ერმა საქართველოს დამოუკიდებლობის საჯარო, საყოველთაო დემონსტრირებას დაუჭირა მხარი. მას შემდეგ საქართველოს მარტივი გზა არ აქვს გავლილი და რეალური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. ბრძოლა გვიწევს, ქართველმა პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ პირველ რიგშია საქართველო, მისი ეროვნული ინტერესები და შემდეგ სხვა სახელმწიფოების ინტერესები, კავშირები. მსოფლიოში საერთაშორისო წესრიგი როცა მორღვეულია, ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკური უნარი გქონდეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ბრძოლა გვიწევს გარე და შიდა შემოტევებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
მარკო რუბიოსთან საუბრის ლეგიტიმაციად წარმოჩენა სერიოზული არ არის, უნდა დაველოდოთ, ამ საუბრის შინაარსი "ქართული ოცნების" ქმედებებში გამოჩნდება -გიორგი შარაშიძე
ირაკლი ქადაგიშვილი: 31 მარტის რეფერენდუმს ყველა დავეთანხმეთ, ამ დროს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა -ირაკლი კობახიძე
თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა -ირაკლი კობახიძე
,,საქართველო რჩება სუბიექტად, რომელთანაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს პირდაპირ საუბარს''- დავით ქართველიშვილი
ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება
მარკო რუბიომ და ირაკლი კობახიძემ სატელეფონო საუბარი გამართეს
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რათა ელექტროენერგიაზე ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ჩემი გადაწყვეტილებით გაუქმდა საზაფხულო დრო, რაც იყო კარგი ქართველების ჯანმრთელობისთვის, ასევე, ტურისტებს უადვილებდა ზაფხულში საქართველოში გადაწყობას-სააკაშვილი
ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის მთავარი საფუძველია გაზრდილი მოხმარება, ახალი ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება -დავით ნარმანია
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს საელჩო აშშ-ის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით პირველად წარსდგა -თამარ ტალიაშვილი
დავით მათიკაშვილი: ქართული ტკივილი არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი, რომ გამოეხატათ თავისი მწუხარება
"ეს ევროპარლამენტი პატარა პოლიტბიუროს ჰგავს''- ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
“ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარეშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო”- გიორგი ვოლსკი
ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა
გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში: ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი