საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის თებერვალში 8,8%-ით გაიზარდა
2026 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8,8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ს გაუტოლდა.
ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ის მდგრადობას ინარჩუნებს.
თებერვალში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და ჯანდაცვის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმაც - ექსპორტი 22.9%-ით გაიზარდა და 1,026.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გამორიცხვით) 659.7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 70.0%-იანი ზრდაა.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, თებერვალში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 30%-იანი ზრდა აჩვენა და 7,722 ერთეულს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. წინასწარი შეფასებით, გასული წლის ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა. მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2026 წელსაც და იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მარიამ ქვრივიშვილი: "აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა"
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში 17,3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა
თამარ იოსელიანი: "სულ უფრო იზრდება საქართველოს როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში - 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა"
ილჰამ ალიევი - ჩვენი ბუნებრივი აირი ექსპორტზე 16 ქვეყანაში საქართველოს გავლით გადის, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც ვახორციელებთ ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია: უახლესი ინდიკატორები, მესამე განახლება
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
"საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია"-თამარ იოსელიანი
ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
საქართველოს საგარეო ვალი 26.9 მილიარდი დოლარია -ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის თებერვალში 8,8%-ით გაიზარდა
,,მაღაზიებთან, ქსელურ მარკეტებთან, დისტრიბუტორებსა თუ სასურსათო პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ პროდუქტების გაიაფების შესაძლებლობა არსებობს ''- წილოსანი
"სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება" -ვახტანგ ცინცაძე