"ოპოზიციის ალიანსი"- ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას
35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გამოხატეს თავიანთი ურყევი ნება, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორივე ეს თარიღი, 31 მარტი და 26 მაისი, არის უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ორივე დაკავშირებულია ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხთან.
„ჩვენ გვჯერა, რომ დღესაც საქართველო იდენტური გამოწვევის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ დღეს, 31 მარტს ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის „ოპოზიციის ალიანსის" ინიციატივა, მაგრამ ეს საქმე არ არის ექსკლუზიურად ჩვენი გასაკეთებელი, ეს არის ყველას გასაკეთებელი საქმე.
ჩვენი მიზნები ძალიან მარტივია: პირველი, უნდა გავზარდოთ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან; მეორე, უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა. დღეს ორი მთავარი იარაღი, რაც ამ რეჟიმს აქვს, არის ტყუილი და შიში; მესამე, ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სურვილი, რომელიც უკვე წლებია, არსებობს საზოგადოებაში, უნდა გადავაქციოთ რეალურ პოლიტიკურ ქმედებად; მეოთხე, უნდა დავამარცხოთ შიში, რომელიც ამ რეჟიმმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა. უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით, ცვლილებისთვის აუციელებელია, რომ ყველა ერთად დავდგეთ, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე.
ეს კამპანია გაგრძელდება ორი თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია.
ჩვენთვის, საქმისთვის, გამარჯვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიც, ისევე როგორც აქტიური მოქალაქეები. გვინდა, მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს პატიმრობაში, ტყვეობაში იმყოფებიან, ვინც იყვნენ ტყვეობაში და გათავისუფლდნენ, ვინც აწამეს, მოწამლეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვინც დაკარგეს სამსახური, შემოსავალი, ვისაც ცხოვრება დაუნგრიეს; ყველას, ვინც ყოველდღე დგას რუსთაველზე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ჩხოროწყუში თუ სხვა ქალაქებში; ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს შაბათის მარშებში თბილისში. ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად.
ჩვენ არავის ვპირდებით მარტივ გზას, არავის ვპირდებით სასწაულებს. მაგრამ ერთი რამ ვიცით ზუსტად: თუ ჩვენ გავჩერდებით, ცვლილება არ იქნება, თუ ვიმოქმედებთ, რეჟიმის ცვლილება იქნება მხოლოდ დროისა და ფასის საკითხი. ამიტომ ყველას გთავაზობთ, აქტიურად ჩაერთოთ ამ კამპანიაში, ხოლო ორი თვის თავზე, 26 მაისს ყველანი კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ თბილისში", - ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის" განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
,,დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე - მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც''- დიმიტრი ხუნდაძე
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს -იაგო ხვიჩია
ძვირფასო ქართველებო, გისურვებთ სიბრძნეს და გამბედაობას, რათა ყოველთვის შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა -ესტონეთის საელჩო
დღესაც არის ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება, დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს -გია ვოლსკი
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, რომ საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობას, ჩვენი ვალია, დავიცვათ და განვამტკიცოთ სუვერენიტეტი -მიხეილ ყაველაშვილი
ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, არაფერი გამოუვათ -ლევან მაჭავარიანი
"ოპოზიციის ალიანსი"- ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას
მარკო რუბიოსთან საუბრის ლეგიტიმაციად წარმოჩენა სერიოზული არ არის, უნდა დაველოდოთ, ამ საუბრის შინაარსი "ქართული ოცნების" ქმედებებში გამოჩნდება -გიორგი შარაშიძე
ირაკლი ქადაგიშვილი: 31 მარტის რეფერენდუმს ყველა დავეთანხმეთ, ამ დროს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა -ირაკლი კობახიძე
თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა -ირაკლი კობახიძე
,,საქართველო რჩება სუბიექტად, რომელთანაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს პირდაპირ საუბარს''- დავით ქართველიშვილი
ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება
მარკო რუბიომ და ირაკლი კობახიძემ სატელეფონო საუბარი გამართეს
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რათა ელექტროენერგიაზე ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ჩემი გადაწყვეტილებით გაუქმდა საზაფხულო დრო, რაც იყო კარგი ქართველების ჯანმრთელობისთვის, ასევე, ტურისტებს უადვილებდა ზაფხულში საქართველოში გადაწყობას-სააკაშვილი