კახა კალაძემ 101 წლის მარიამ ბებიაშვილს დაბადების დღე მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე 101 წლის მარიამ ბებიაშვილს ესტუმრა და დაბადების დღე პირადად მიულოცა. დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

პროფესიით ინჟინერი მარიამ ბებიაშვილი, ბოლო რამდენიმე წელია, ფაზლების აწყობით არის გატაცებული.

„გილოცავთ დაბადების დღეს, 101 წლის შესრულება და, რაც მთავარია, თქვენი შემართება, ბრწყინვალე გონება, შრომისუნარიანობა უდიდესი მოტივაციის მომცემია თითოეული ჩვენგანისთვის. გისურვებთ კიდევ ხანგრძლივ სიცოცხლეს, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი", - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

თავად მარიამ ბებიაშვილმა თბილისის მერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანგრძლივად სიცოცხლის საიდუმლო მუდმივ განვითარებასა და სიახლისკენ სწრაფვაშია.

„მინდა, ყველას გისურვოთ, მიაღწიოთ ჩემს ასაკს ისეთივე მხნეობით, შემართებით და ცხოვრების სიყვარულით, როგორიც მე მაქვს. 101 წლის ასაკში საკმაოდ რთულ ფაზლებს ვაწყობ, რაც უბრალო გატაცება კი არა, ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობის საფუძველია. ასე რომ, არასოდეს დაკარგოთ ინტერესი და სწრაფვა რაღაც ახალის აღმოჩენისა და სწავლისკენ", - აღნიშნა მარიამ ბებიაშვილმა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების" პროგრამის ფარგლებში მარიამ ბებიშვილს წელსაც 10 000 ლარი ჩაერიცხება.

დედაქალაქის მერთან ერთად, იუბილართან სტუმრად იმყოფებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა მინისტრმა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა
კახა კალაძემ 101 წლის მარიამ ბებიაშვილს დაბადების დღე მიულოცა
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
თბილისის ანძა ლურჯად განათდა
მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტებზე შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს, ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება
,,არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება''- მიხეილ სარჯველაძე
სემეკ-ი ელექტროენერგიის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა
სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით- ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით''- მიტროპოლიტი საბა გიგიბერია
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
„ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს- ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია''- მიტროპოლიტი ისაია
მეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო
,,ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი
,,ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია - არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება''- ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობი