სრულ იზოლაციაში ვარ, ერთადერთი, სადაც შემიძლია ვისაუბრო სასამართლოა, გთხოვთ, პროცესი არ დახუროთ - 37 წელში ხომ არ ვარ? მაშინ პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ -ელისო კილაძე
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის, მათ შორის ჟურნალისტ ელისო კილაძის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების - ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვს, დაცვა კი გირაოს გამოყენებას.
რაც შეეხება პროცესის დახურვას, შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, ვინაიდან პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, მოწმეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.
დახურვის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა თავად ელისო კილაძემაც.
"მე არ ვეთანხმები ბრალდების მხარის ამ პოზიციას. ჟურნალისტი ვარ და საჯაროობა მნიშვნელოვანია. თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს. რა თქმა უნდა, ჩემს ბრალს არ ვეთანხმები, მთლიანად ჯგუფის შემადგენლობაში ერთხელ ვარ ნახსენები, არავის ვიცნობ იქიდან ორის გარდა.
არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე „ქოლცენტრს" გავუწიე რეკომენდაცია.
დიახ, მე „ქოლცენტრებს" ვამხელდი და ეს „ქოლცენტრები" დავით კეზერაშვილის საკუთრებაში იყო... სპეცრაზმის დანიშნულების თანხლებით დამაკავეს, კორუფციაში მხილებული თანამდებობის არც ერთი პირი ასე არ დაუკავებიათ. მე უნდა მომეცეს საშუალება, ბრალდებებს ვუპასუხო, ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია ვისაუბრო, სასამართლო სხდომაა. 37 წელში ხომ არ ვარ? პროცესი იყოს საჯარო მედიის წარმომადგენლებისთვის. თუ ამის საშუალება არ მომეცა, ჩემი უდანაშაულობა როგორ უნდა ვამტკიცო?
ასე თუ აპირებენ, პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ, რა საჭიროა ეს 9 თვე?
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი პოზიცია და სასამართლო პროცესი არ დახუროთ...
ძალიან გული მწყდება, რომ ჯანგველაძის პროცესებს ვერ ვესწრებოდი და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვას ვერ დავესწარი", - განაცხადა კილაძემ.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.
პროცესს ბრალდებულებიდან მხოლოდ ელისო კილაძე ესწრება.
„წიგნს ვწერ, ვმუშაობ, არ იჯავროთ",- მიმართა კილაძემ მის ოჯახის წევრებს სხდომის დაწყებამდე და განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მხრივ კარგადაა.
მსგავსი სიახლეები
ექიმს, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და "ლევად" იღებდა პაციენტებს საღამოს საათებში - ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალის ახლობელი
"უკრაინელები ზელენსკის უახლოეს გარემოცვაში არსებულ კორუფციას ებრძვიან, რასაც დიდმა ბრიტანეთმა მხარი უნდა დაუჭიროს"-The Daily Telegraph
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას ვიზიარებთ
სრულ იზოლაციაში ვარ, ერთადერთი, სადაც შემიძლია ვისაუბრო სასამართლოა, გთხოვთ, პროცესი არ დახუროთ - 37 წელში ხომ არ ვარ? მაშინ პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ -ელისო კილაძე
ირანში ოპერაცია არ არის მარადიული ომი ან ჭაობი -პიტ ჰეგსეტი
უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
,, როგორც 4 ოქტომბრის პოლიტიკური ლიდერების საქციელი არ მიმაჩნდა სწორად, ასევე ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ალეკო ელისაშვილის ნაბიჯი''- სალომე სამადაშვილი
რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში აეროდრომი დაბომბეს
,,როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა''- გრიგოლ გეგელია
რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - Reuters
კრემლს სამხედრო ძალის პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია - CNN
2023 წლის 4 აპრილს, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია - გოგა ხაინდრავა
ზელენკიმ გაეროს გაკოტრებული ინსტიტუტი უწოდა
გერმანია უკრაინას 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს
მოვა დრო და საქართველოსთან საზღვრის დემარკაციას ერთობლივად განვახორციელებთ - გაგლოევი