შინაგან საქმეთა მინისტრმა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ეწვია, ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე განიხილეს დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ახალი სამმართველოს მუშაობის სპეციფიკა. გეკა გელაძის თქმით, ბადრაგირების ახალი მთავარი სამმართველო, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს დაკავებულ პირთა გაყვანა/გადაყვანის პროცესს და მაქსიმალურად გააძლიერებს როგორც თანამშრომელთა, ასევე დაკავებულთა უსაფრთხოების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბადრაგირების მთავარი სამმართველოსთვის, შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილი 55 ავტომობილი უკვე შეიძინა.

ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში სტუმრობისას, მინისტრმა ხელმძღვანელი პირებისგან იზოლატორებში არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ამასთან, გეკა გელაძემ იზოლატორში დასაქმებულ პირთა სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა მინისტრმა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა
კახა კალაძემ 101 წლის მარიამ ბებიაშვილს დაბადების დღე მიულოცა
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
თბილისის ანძა ლურჯად განათდა
მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტებზე შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს, ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება
,,არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება''- მიხეილ სარჯველაძე
სემეკ-ი ელექტროენერგიის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა
სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ დღეს იმსჯელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით- ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით''- მიტროპოლიტი საბა გიგიბერია
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
„ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს- ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია''- მიტროპოლიტი ისაია
მეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო
,,ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი
,,ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია - არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება''- ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობი