დონალდ ტრამპი ყოველთვის დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას, ვაშინგტონს აქვს გარკვეული მიზნები, რომელთა მიღწევას ირანში ცდილობს -მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ყოველთვის დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას.

„პრეზიდენტი ყოველთვის დიპლომატიას და შედეგს ანიჭებს უპირატესობას. და ჩვენ ამის გაკეთება მანამდეც შეგვეძლო. წარმოიდგინეთ ირანის რეჟიმი, რომელიც ტერორისტული ჯგუფების მხარდასაჭერად მილიარდობით დოლარის დახარჯვისა და ამდენი იარაღის შექმნის ნაცვლად, ამ თანხას ირანში ჩადებდა", - განაცხადა მარკო რუბიომ.

ამასთან, მისივე თქმით, ირანს არ უნდა ჰქონდეს სისტემა, რომელიც სწრაფად იარაღად გადაქცევის შესაძლებლობას იძლევა.

„უნდა შეწყვიტონ ყველა ამ დრონის და რაკეტის წარმოება. ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ იტყუებოდნენ. თქვეს, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები არ ჰქონდათ, შემდეგ კი ორი გაისროლეს", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

გარდა ამისა, მარკო რუბიომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, როდესაც ეს ოპერაცია დასრულდება ის ნებისმიერ შემთხვევაში გაიხსნება. გაიხსნება, რადგან ირანი დათანხმდება საერთაშორისო სამართლის დაცვას და სავაჭრი გზას არ დაბლოკავს, ან მსოფლიოსა და რეგიონის ქვეყნების კოალიცია, შეერთებული შტატების მონაწილეობით მის გახსნას უზრუნველყოფს. ასე თუ ისე, ის გაიხსნება", - აღნიშნავს რუბიო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონს აქვს გარკვეული მიზნები, რომელთა მიღწევასაც ცდილობს. ამასთან, მისივე თქმით, მიზნების უმეტესობა მიღწეულია.

„ეს მიზნებია ირანის საჰაერო ძალების განადგურება, რაც მიღწეულია, მათი საზღვაო ფლოტის განადგურება, რაც დიდწილად მიღწეულია, მათი რაკეტების გამშვები მოწყობილობების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რომლის მიღწევის გზაზეც ვართ. ჩვენ ვაპირებთ, გავანადგუროთ ის ქარხნები, რომლებიც იმ რაკეტებსა და დრონებს აწარმოებენ, რომლებსაც ირანი მეზობლებზე, შეერთებულ შტატებსა და ჩვენს რეგიონში ყოფნაზე თავდასხმისთვის იყენებენ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 





მსგავსი სიახლეები
დიმიტრი პესკოვი - ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ტერორისტული საქმიანობისთვის თუ გამოიყენება, შესაბამის ზომებს მივიღებთ
საფრანგეთმა ისრაელს ამერიკული იარაღის ტრანსპორტირებისთვის მისი საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა არ მისცა - Reuters
ჰეგსეტი: ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა. ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა აღმოჩნდეს
დონალდ ტრამპი ყოველთვის დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას, ვაშინგტონს აქვს გარკვეული მიზნები, რომელთა მიღწევას ირანში ცდილობს -მარკო რუბიო
საზღვრთან, ლიბანის სოფლებში ყველა სახლი დაინგრევა, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საზღვართან არსებული საფრთხეები -ისრაელ კაცი
ზელენსკიმ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მივაღწიოთ მშვიდობას და არა ზავს -დიმიტრი პესკოვი
საფრანგეთის სენატი 15-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვას განიხილავს
თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა, აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან -დონალდ ტრამპი
სერგეი ლავროვი"რასაც ახლა ვხედავთ, სულ უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაზრდის ნიშნები აქვს, რომელსაც ზოგიერთმა უკვე "ახალი მსოფლიო ომი" უწოდა
თუ ხვალ გადავწყვეტთ ჩვენი ძალების ევროპიდან გაყვანას, ეს ნატო-ს დასასრული იქნება - მარკო რუბიო
The Wall Street Journal: ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად
MarineTraffic-ის ინფორმაციით, ჩინურმა კონტეინერმზიდმა გემებმა ჰორმუზის სრუტის დატოვება მეორე მცდელობის შემდეგ შეძლეს
ესპანეთმა ირანში ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა
ბრიტანელი ჯარისკაცები ირანში არ იქნებიან, ეს ჩვენი ომი არ არის და არ ჩავერთვებით -კირ სტარმერი
სომხეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ნიკოლ ფაშინიანი წარადგინა
"გულახდილად გეტყვით, ჩემი საყვარელი საქმიანობა ირანის ნავთობის მოპოვებაა. ამერიკაში ზოგი სულელი კი მეკითხება: „რატომ აკეთებ ამას?" ისინი სულელები არიან" -ტრამპი
შესაბამის ორგანოებს დავავალე, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ -ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელის გადაწყვეტილება, კათოლიკე სასულიერო პირები აღდგომის ტაძარში არ შესულიყვნენ, „რთულად გასაგებია“
ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს
რობერტ ფიცო - ევროკომისია სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა უკრაინის ინტერესებს თუ დააყენებს, დაივიწყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხარდაჭერა