პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესების შესახებ

 

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სანქციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსებაზე ან/და რეალიზაციაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, აღნიშნული ნორმა დედაქალაქში  2019 წლიდან მოქმედებს და საკრებულოს მიერ უკვე განისაზღვრა ადგილები და დადგინდა შესაბამისი წესები, რომელიც ავალდებულებს მეწარმეებს, რიგ შემთხვევაში, რეალიზაციის დროს გამოიყენონ გარკვეული შესაფუთი მასალები იმისთვის, რომ აღნიშნული პროდუქტების რეალიზება იყოს უსაფრთხო.

მისივე თქმით, ცვლილების მიღების შემთხვევაში ანალოგიური ნორმა  სხვა მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება.

კანონპროექტის  თანახმად:
• მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 5000 ლარით.

  • მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2 500 ლარით.

 

 





მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას
Global Terrorism Index 2026-ის მიხედვით, საქართველო გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით იმ ჯგუფშია, სადაც რისკი მინიმალურია
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესების შესახებ
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე - მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც''- დიმიტრი ხუნდაძე
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს -იაგო ხვიჩია
ძვირფასო ქართველებო, გისურვებთ სიბრძნეს და გამბედაობას, რათა ყოველთვის შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა -ესტონეთის საელჩო
დღესაც არის ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება, დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს -გია ვოლსკი
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, რომ საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობას, ჩვენი ვალია, დავიცვათ და განვამტკიცოთ სუვერენიტეტი -მიხეილ ყაველაშვილი
ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, არაფერი გამოუვათ -ლევან მაჭავარიანი
"ოპოზიციის ალიანსი"- ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას
მარკო რუბიოსთან საუბრის ლეგიტიმაციად წარმოჩენა სერიოზული არ არის, უნდა დაველოდოთ, ამ საუბრის შინაარსი "ქართული ოცნების" ქმედებებში გამოჩნდება -გიორგი შარაშიძე
ირაკლი ქადაგიშვილი: 31 მარტის რეფერენდუმს ყველა დავეთანხმეთ, ამ დროს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა -ირაკლი კობახიძე
თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა -ირაკლი კობახიძე
,,საქართველო რჩება სუბიექტად, რომელთანაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს პირდაპირ საუბარს''- დავით ქართველიშვილი
ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება