პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას
პარლამენტმა 70 ხმით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში ცვლილებას.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირებს, აგრეთვე მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით კომპენსაციის მიმღებ ოჯახის წევრებს, კომპენსაცია გადაუანგარიშდებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად.
მომხსენებლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
როგორც ირინე წაქაძემ აღნიშნა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში 2024 წელს შევიდა ცვლილებები, რომლითაც დაწესდა ახალი კოეფიციენტები და ამ კოეფიციენტებზე დაყრდნობით, სახელმწიფო კომპენსაციები გადაუანგარიშდათ სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს. ეს ცვლილება შეეხო 9 ათასზე მეტ ადამიანს.
„სახელმწიფო კომპენსაციების გაზრდილი ოდენობები დაახლოებით 200 ლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა, ამ ცვლილებების აღსრულების პროცესში გამოიკვეთა პირთა გარკვეული კატეგორია, რომლებზეც არ გავრცელდა ეს გადაანგარიშება და ახალი რეგულაციები. ეს პირები არიან ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილი პირები. ამ ადამიანებს გასაცემელი ჰქონდათ დანიშნული არა ამჟამად მოქმედი კანონით, არამედ სულ სხვა დასახელების ძველი კანონით, რომელიც უკვე დიდი ხანია, აღარ არის ძალაში. მათ ჰქონდათ ე.წ. სამხედრო პენსიის მიღების უფლება, მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები და თავისი სტატუსით ერთგვარად უთანაბრდებოდნენ პოლიციის მუშაკებს და სამხედრო მოსამსახურეებს. ახალმა კანონმა, რომელიც 2026 წელს ამოქმედდა, ამ კატეგორიების მიმართ აღარ გაითვალისწინა სახელმწიფო კომპენსაციების დანიშვნა, მაგრამ იმ მიზნით, რომ ისინი არ დარჩენილიყვნენ საერთოდ სახელმწიფო გასაცემლის გარეშე, მათთვის დანიშნულ სამხედრო პენსიას, პირობითად, ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია და ჩვეულებრივ, ზოგადი წესის შესაბამისად გაგრძელდა ამ კომპენსაციის გაცემა, ე.წ.
შენარჩუნებული უფლების ფარგლებში. ამ ადამიანებს 2024 წლის ცვლილებების საფუძველზე ლეგიტიმური მოლოდინი ჰქონდათ, რომ მათ მიმართაც მოხდებოდა კომპენსაციის გადაანგარიშება, მაგრამ ეს არ მოხდა, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ ახალი კანონის ძირითად სუბიექტებს. აქედან გამომდინარე, ისინი ერთგვარად არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სხვა მსგავსი კატეგორიების ადამიანებთან მიმართებაში. ამიტომაც, უფრო სამართლიანი მიდგომა იქნება, თუ ერთჯერადად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ადამიანებისთვის სახელმწიფო კომპენსაციების გადაანგარიშების თაობაზე და მათაც ექნებათ გაზრდილი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა. იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც სახელმწიფო კომპენსაციას იღებდნენ მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ცვლილება შეეხება 69 ადამიანს და ამ ცვლილებების აღსრულებისთვის საჭიროა თვეში დამატებით დაახლოებით 20 000 ლარი, რაც თავისუფლად ანაზღაურდება შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით სახელმწიფო კომპენსაციებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას
Global Terrorism Index 2026-ის მიხედვით, საქართველო გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით იმ ჯგუფშია, სადაც რისკი მინიმალურია
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესების შესახებ
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე - მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც''- დიმიტრი ხუნდაძე
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს -იაგო ხვიჩია
ძვირფასო ქართველებო, გისურვებთ სიბრძნეს და გამბედაობას, რათა ყოველთვის შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა -ესტონეთის საელჩო
დღესაც არის ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება, დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს -გია ვოლსკი
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, რომ საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობას, ჩვენი ვალია, დავიცვათ და განვამტკიცოთ სუვერენიტეტი -მიხეილ ყაველაშვილი
ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, არაფერი გამოუვათ -ლევან მაჭავარიანი
"ოპოზიციის ალიანსი"- ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას
მარკო რუბიოსთან საუბრის ლეგიტიმაციად წარმოჩენა სერიოზული არ არის, უნდა დაველოდოთ, ამ საუბრის შინაარსი "ქართული ოცნების" ქმედებებში გამოჩნდება -გიორგი შარაშიძე
ირაკლი ქადაგიშვილი: 31 მარტის რეფერენდუმს ყველა დავეთანხმეთ, ამ დროს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა -ირაკლი კობახიძე
თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა -ირაკლი კობახიძე
,,საქართველო რჩება სუბიექტად, რომელთანაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს პირდაპირ საუბარს''- დავით ქართველიშვილი
ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება