ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

ვაჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.

ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.

სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.

ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.

ფრაქცია „ქართული ოცნება" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

 

 





მსგავსი სიახლეები
შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: “ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას
Global Terrorism Index 2026-ის მიხედვით, საქართველო გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით იმ ჯგუფშია, სადაც რისკი მინიმალურია
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესების შესახებ
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე - მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც''- დიმიტრი ხუნდაძე
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს -იაგო ხვიჩია
ძვირფასო ქართველებო, გისურვებთ სიბრძნეს და გამბედაობას, რათა ყოველთვის შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა -ესტონეთის საელჩო
დღესაც არის ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება, დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს -გია ვოლსკი
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, რომ საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობას, ჩვენი ვალია, დავიცვათ და განვამტკიცოთ სუვერენიტეტი -მიხეილ ყაველაშვილი
ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, არაფერი გამოუვათ -ლევან მაჭავარიანი
"ოპოზიციის ალიანსი"- ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას
მარკო რუბიოსთან საუბრის ლეგიტიმაციად წარმოჩენა სერიოზული არ არის, უნდა დაველოდოთ, ამ საუბრის შინაარსი "ქართული ოცნების" ქმედებებში გამოჩნდება -გიორგი შარაშიძე
ირაკლი ქადაგიშვილი: 31 მარტის რეფერენდუმს ყველა დავეთანხმეთ, ამ დროს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა -ირაკლი კობახიძე
თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა -ირაკლი კობახიძე