შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: “ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც

 

ნეიტრალიტეტი მცირე ქვეყნისთვის - არის საუკეთესო პოზიცია. ნეიტრალიტეტის საშუალებით თქვენ გაქვთ გარკვეული გავლენა ორივე მხარეზე, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით" შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ. მან ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემაზე გადაცემის წამყვანის კითხვაზე პასუხად ისაუბრა.

„საქართველო გეოგრაფიულად ახლოსაა ირანთან, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს და შესაძლოა, ეს ომი რეგიონში უფრო გავრცელდეს. ამის ფონზე ევროკავშირს სურს, რომ საქართველომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს, რაც დიდ რისკებს ქმნის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს გამანადგურებელ ომში. როგორ შეუძლია საქართველოს, საუკეთესო გზა იპოვოს, რათა უსაფრთხოება დაიცვას და შეინარჩუნოს მშვიდობა?" - მიმართა კითხვით სტუმარს ირინა ბათიაშვილმა.

ჟაკ ბომ აღნიშნა, რომ ნეიტრალიტეტი საშუალებას აძლევს ქვეყანას, არა მხოლოდ დარჩეს კონფლიქტებისგან დამოუკიდებელი, არამედ შესთავაზოს სამართლიანი და ეფექტური დახმარება კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს.

„ბუნებრივია, რომ ჩემი პასუხი ნაწილობრივ სუბიექტური იქნება, რადგან შვეიცარიელი ვარ და შვეიცარია ნეიტრალურია. გულწრფელად გეტყვით, ჩემი აზრით, ნეიტრალიტეტი მცირე ქვეყნისთვის - არის საუკეთესო პოზიცია. ნეიტრალიტეტის საშუალებით თქვენ გაქვთ გარკვეული გავლენა ორივე მხარეზე. ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი აკეთო. ნეიტრალიტეტი უნდა იყოს სამსახური სხვებისთვის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში, თუ ასე გადაწყვეტთ. სწორედ ეს არის ნეიტრალიტეტის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.

ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, რომ დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია. ეს მიდგომა უნდა გავრცელდეს ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება ნატოს წევრობას, ნატოს წინააღმდეგი არ ვარ. პირადად მე ხუთი წელი ვიმუშავე ნატოში, არ მაქვს წინააღმდეგობა ამ ორგანიზაციისადმი, როგორც ასეთი, და მესმის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ან თავდაცვის ორგანიზაცია ზოგადად კარგია. პრობლემა ისაა, რომ მე არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ერგება ნატო ამჟამინდელ ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურას.

ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყანა საერთაშორისო სცენაზე განსაკუთრებულ პოზიციას იკავებს. ნეიტრალიტეტი საშუალებას აძლევს ქვეყანას, არა მხოლოდ დარჩეს კონფლიქტებისგან დამოუკიდებელი, არამედ შესთავაზოს სამართლიანი და ეფექტური დახმარება კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს, კონფლიქტის ბუნების მიუხედავად. ეს იძლევა შანსს, გახდე შუამავალი, მასპინძელი უსაფრთხოების მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, რაც ზრდის ქვეყნის გავლენასა და ავტორიტეტს გლობალურ დონეზე", - განაცხადა შვეიცარიელმა სამხედრო ანალიტიკოსმა.

ჟაკ ბომ ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ დაკარგა ეს შესაძლებლობა უკრაინის კონფლიქტის დროს, რადგან გახდა მხარე.

„დარწმუნებული ვარ. ახლა სხვა ქვეყნებს მიეცემათ შესაძლებლობა, განაცხადონ პრეტენზია ამ პოზიციაზე. ჩემი აზრით, ეს შეიძლება, გახდეს შესაძლებლობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო, რომელიც სარგებლობს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით და კულტურული მემკვიდრეობით.

საქართველო ცნობილია უძველესი და მდიდარი კულტურით, ის პატივცემული ქვეყანაა საერთაშორისო სივრცეში. ვხედავ, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა - რომელიც არ ემუქრება სხვას, მოწადინებულია მშვიდობისკენ, შეძლებს, რომ ეფექტურად შეასრულოს მეტად მნიშვნელოვანი როლი. ეს არის წვლილი, რომელიც დიდ თუ პატარა ქვეყანას შეუძლია შეიტანოს საერთო საქმეში. პატარა ქვეყანა არ ნიშნავს, რომ ხარ უძლური, პირიქით, მცირე ზომის ქვეყანას ხშირად დიდი სიბრძნეს მოაქვს", - განაცხადა ჟაკ ბომ.

 

 





მსგავსი სიახლეები
შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: “ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას
Global Terrorism Index 2026-ის მიხედვით, საქართველო გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით იმ ჯგუფშია, სადაც რისკი მინიმალურია
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესების შესახებ
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე - მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც''- დიმიტრი ხუნდაძე
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს -იაგო ხვიჩია
ძვირფასო ქართველებო, გისურვებთ სიბრძნეს და გამბედაობას, რათა ყოველთვის შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა -ესტონეთის საელჩო
დღესაც არის ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება, დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს -გია ვოლსკი
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, რომ საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობას, ჩვენი ვალია, დავიცვათ და განვამტკიცოთ სუვერენიტეტი -მიხეილ ყაველაშვილი
ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, არაფერი გამოუვათ -ლევან მაჭავარიანი
"ოპოზიციის ალიანსი"- ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას
მარკო რუბიოსთან საუბრის ლეგიტიმაციად წარმოჩენა სერიოზული არ არის, უნდა დაველოდოთ, ამ საუბრის შინაარსი "ქართული ოცნების" ქმედებებში გამოჩნდება -გიორგი შარაშიძე
ირაკლი ქადაგიშვილი: 31 მარტის რეფერენდუმს ყველა დავეთანხმეთ, ამ დროს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება
31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა -ირაკლი კობახიძე
თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა -ირაკლი კობახიძე