ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ევროკომისიამ მოუწოდა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს - განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფო დანერგვისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
კომისიამ ასევე გააფრთხილა ისინი ყურის რეგიონში არსებული კონფლიქტით გამოწვეული ხანგრძლივი ენერგეტიკული კრიზისის შესახებ.
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, დან იორგენსენმა განაცხადა, რომ ევროპა „ძალიან სერიოზული მდგომარეობის" წინაშე დგას, რომლის დასასრულიც ჯერ არ ჩანს.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხვალ მშვიდობა დაისადგურებს, უახლოეს მომავალში ჩვენ მაინც ვერ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს", - განაცხადა მან სამშაბათს, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ, სადაც აღნიშნულ კრიზისს განიხილავდნენ.
„რაც უფრო მეტს გააკეთებთ ნავთობის, განსაკუთრებით კი დიზელისა და საავიაციო საწვავის დასაზოგად, მით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით", - განაცხადა იორგენსენმა.
მან მოუწოდა წევრ ქვეყნებს, გაითვალისწინონ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციები, რომლებიც, მისი თქმით, მოიცავს „შესაძლებლობის შემთხვევაში სახლიდან მუშაობას, მაგისტრალებზე სიჩქარის ლიმიტის ათი კილომეტრით [საათში] შემცირებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის წახალისებას, კერძო ავტომობილებით გადაადგილების მონაცვლეობას... ავტომობილების ერთობლივი გამოყენების გაზრდასა და მართვის ეფექტური პრაქტიკის დანერგვას".
მსგავსი სიახლეები
აშშ და ირანი ერთმანეთში ცვლიან შეტყობინებებს, თუმცა არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს - აბას არაღჩი
ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი გაიტაცეს
,,სიმართლე გითხრათ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე საერთოდ არ ვფიქრობ''- ტრამპი
მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 118.6 დოლარს გადააჭარბა
სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის
ტრამპი: არც კი ვფიქრობ ირანის გამდიდრებულ ურანზე, ის იმდენად ღრმად არის დამარხული
დიმიტრი პესკოვი - ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ტერორისტული საქმიანობისთვის თუ გამოიყენება, შესაბამის ზომებს მივიღებთ
საფრანგეთმა ისრაელს ამერიკული იარაღის ტრანსპორტირებისთვის მისი საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა არ მისცა - Reuters
ჰეგსეტი: ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა. ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა აღმოჩნდეს
დონალდ ტრამპი ყოველთვის დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას, ვაშინგტონს აქვს გარკვეული მიზნები, რომელთა მიღწევას ირანში ცდილობს -მარკო რუბიო
საზღვრთან, ლიბანის სოფლებში ყველა სახლი დაინგრევა, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საზღვართან არსებული საფრთხეები -ისრაელ კაცი
ზელენსკიმ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მივაღწიოთ მშვიდობას და არა ზავს -დიმიტრი პესკოვი
საფრანგეთის სენატი 15-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვას განიხილავს
თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა, აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან -დონალდ ტრამპი
სერგეი ლავროვი"რასაც ახლა ვხედავთ, სულ უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაზრდის ნიშნები აქვს, რომელსაც ზოგიერთმა უკვე "ახალი მსოფლიო ომი" უწოდა
თუ ხვალ გადავწყვეტთ ჩვენი ძალების ევროპიდან გაყვანას, ეს ნატო-ს დასასრული იქნება - მარკო რუბიო
The Wall Street Journal: ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად
MarineTraffic-ის ინფორმაციით, ჩინურმა კონტეინერმზიდმა გემებმა ჰორმუზის სრუტის დატოვება მეორე მცდელობის შემდეგ შეძლეს
ესპანეთმა ირანში ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა