„ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური გათვლები: რატომ აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად ბრიუსელისადმი შიში, ვიდრე მოსკოვის მიმართ“

შვეიცარიის გერმანულენოვან ყოველდღიურ გაზეთ „ნოიე ციუჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური გათვლები: რატომ აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად ბრიუსელისადმი შიში, ვიდრე მოსკოვის მიმართ“ (ავტორი - პიტერ ტეხეტი). როგორც მასალაშია ნათქვამი, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის მოსახლეობა ევროკავშირისადმი ფრო ნაკლები ნდობას გამოხატავენ, ვიდრე რუსეთის მიმართ. რა არის მათი ასეთი პოზიციის მიზეზები?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა საბჭოთა კავშირის მკაცრი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. 1989-91 წლებში რეგიონი კომუნისტური იდეოლოგიისაგან გათავისუფლდა და დასავლეთს ჩაეხვია. დღეს კი ყოფილი სოციალისტურ-პროსაბჭოური ქვეყნების ბევრი მოქალაქის სიმპათიები ისევ მოსკოვისკენაა მიპყრობილი. რა დგას კრემლისადმი მათი კეთილგანწყობის უკან?

„ჰაბსბურგების მონარქია რომ არ არსებულიყო, ის სპეციალურად უნდა შექმნილიყო კაცობრიობის ინტერესებისათვის“ - ასე მიმართავდა 1848 წელს ჩეხი პატრიოტი და ისტორიკოსი ფრანტიშეკ პალაცკი ფრანფურტის პარლამენტს და განმარტავდა, თუ რატომ არ იზიდავს მას გერმანული ერთიანობის იდეა. იგი იცავდა მონარქიას არა იმდენად იმპერატორისადმი ერთგულების ან პატრიოტიზმის უკმარისობის გამო, არამედ პირიქით: ფრანტიშეკ პალაცკი, თუ მის შემდგომ ისტორიას გადავხედავთ, თითქმის წინასწარმეტყველურად პროგნოზირებდა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მცირერიცხოვანი ერები (ხალხები) ვერ შეძლებდნენ ცალ-ცალკე გერმანული ან რუსული იმპერიალიზმისადმი გამკლავებას. დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად მათ თავდაცვის უფრო ფართო სისტემა ჭირდებოდათ. იმ დროს ასეთი დაცვით უზრუნველყოფა მხოლოდ ჰაბსბურგებს შეეძლოთ.

პრაღა-ბრატისლავა-ბუდაპეშტი: საბაბი სიფრთხილისათვის

ჰაბსბურგების მონარქიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ახალი სახელმწიფოები მართლაც ჯერ გერმანული და შემდეგ რუსული იმპერიალიზმის ლუკმა გახდნენ. პოსტკომუნისტურ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლების  დაკარგვისადმი შიში დღემდე იგრძნობა. ისტორიულად რეგიონის ქვეყნებს ყველა საფუძველი ჰქონდათ, რომ შიშის განეცადათ რუსეთის იმპერიული ამბიციების მიმართ და ევროკავშირი ახალ მფარველად მიეღოთ. და მაინც პრარაში, ბრატისლავაში და ბუდაპეშტში ხელისუფლებაში ის ძალები იმყოფებიან, რომლებიც მეტ-ნაკლებად პრორუსუსლ პოზიციებზე დგანან.

ლოგიკურად, პატარა ქვეყნებს თავიანთი ისტორიიდან დასკვნები უნდა გაეკეთებინათ და წარსული მათთვის გაკვეთილი უნდა ყოფილიყო. ჰაბსბურგების მონარქიის დაცემის შემდეგ მათ უნდა გაეცნობიერებინათ, თუ სად შეუძლია მიიყვანოს ქვეყნები დაუცველმა დამოუკიდებლობამ.

ანდრეი ბაბიშის მთავრობას პრაღაში, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ გაუწყვეტია წინა პრემიერ-მინისტრის პეტრე ფიალას პროუკრაინული კურსი, მაგრამ სამთავრობო კოალიციის უმცროსი პატრნიორები - პარტია „ავტომობილისტები“ და მოძრაობა „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ უკრაინას შესამჩნევად უფრო კრიტიკულად უდგებიან.

სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსუსლი კურსი კიდევ უფრო ძლიერად არის გამოვლენილი: მემარცხენე-პოპულისტური და ნაციონალისტური პარტიები რუსეთს ხან „ანტიფაშისტურ“ ძალად თვლიან, ხან კი „დიდ პანსლავურ ძმად“ პატარა სლოვაკეთისათვის.

უნგრეთში კი ტრანსატლანტიკური კურსის ოდესღაც მტკიცე მხარდამჭერი ვიქტორ ორბანი დღეს ევროკავშირში მოსკოვის მთავარ მოკავშირედ არის გადაქცეული. უნგრელი პრემიერ-მინისტრი სარგებლობს ვეტოს უფლებით და ყოველთვის ბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უკრაინის დასახმარებლად. ბალკანეთში ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკური ინტერესების გამტარებელია სეპარატისტი მილორად დოდიკი - „სერბთა რესპუბლიკის“ ლიდერი ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში.

რუსეთი ისტორიულად ევროპის ხალხების მტერი იყო, მაგრამ დღეს კრემლის პოლიტიკას პოზიტიურად მიიჩნევენ არა მარტო სამთავრობო წრეებში, არამედ საზოგადოების გარკვეულ ფენებშიც.

განსაკუთრებით აშკარა და შესამჩნევია რუსეთის მიმართ გამოვლენილი მხარდაჭერა სლოვაკეთში: გამოკუითხვის შედეგად გაირკვა, რომ სლოვაკების 29% პოზიტიურად აფასებს მოსკოვის როლს  მსოფლიო გეოპოლიტიკაში. უნგრეთში ეს მაჩვენებლი 21%-ს შეადგენს - საზოგადოების ძლიერი პოლარიზების ფონზე: მმართველი პარტიის „ფიდესის“ მხარდამჭერთა ნახევარზე მეტი პრორუსულ ხედვებს იზიარებს, ხოლო ოპოზიციური ელექტორატი რუსეთის მიმართ მკვეთრ ნეგატიურ პოზიციას გამოხატავს.

ჩეხეთში პრორუსული განწყობები ყველაზე სუსტად არის გამოხატული - სულ რაღაც 11%-ით, მაგრამ ჩეხები ასევე სკეპტიკურად უყურებენ სხვა საერთაშორისო მოთამაშეებსაც, ევროკავშირის ჩათვლით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩეხეთი სამ ქვეყანას შორის რუსეთის მიმართ ყველაზე ნაკლებ კეთილგანწყობით გამოირჩევა, მაგრამ არც ევროკავშირი არ სარგებლობს დიდი პოპულარობით - მოსახლეობის ნახევარი ბრიუსელს ნეგატიურად უყურებს.

სლოვაკეთში პრორუსული განწყობები ფართოდ იყო გავრცელებული, რასაც ისტორიული დასაბუტება აქვს. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პანსლავიზმი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა სლოვაკეთი უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და ცდილობდა დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. თვით ტერმინი „პანსლავიზმი“ პირველად გამოიყენა სლოვაკმა იან გერკელმა 1826 წელს. ევანგელიკურმა პასტორმა იან კოლარმა რუს ხალხს „სლავური სხეულის თავი“ უწოდა, თუმცა იმავდროულად მას ეჭვქვეშ არ დაუყენებია სლოვაკეთის კუთვნილება ჰაბსბურგების მონარქიისადმი. ლიუდოვიტ შტურმა კი, სლოვაკთა ეროვნული გმირი, რომელსაც ვენის მიმართ იმედები აღარ ჰქონდა, თანამემამულეებს რუსეთის იმპერიისადმი შეერთებისაკენ მოუწოდებდა, სლოვაკური ენის უარყოფის ფასადაც კი.

ჩეხური ავსტროსლავიზმი

ჩეხეთში, მე-19 საუკუნეში, პირიქით, უფრო პოპულარული იყო ე.წ. „ავსტროსლავიზმი“ - იდეა, რომელიც გულისხმობდა ავტრო-უნგრეთის იმპერიის შიგნით მცხოვრები ხალხების მჭიდროდ გაერთიანებას, ჩეხების ან სამხრეთსლავების ხელმძღვანელობით, მეტი ავტონომიის მისაღწევად. მცირერიცხოვანი სლოვაკი ხალხისათვის ასეთი „გაერთიანება“ ნიშნავდა მათი უფლებების შელახვას ამჯერად უკვე ჩეხებისაგან, რაც მოგვიანებით ერთიან ჩეხოსლოვაკიაში გამოვლინდა - სლოვაკების დამოუკიდებლობა იმ „საერთო იდენტურებაში“ გაფერმკრთალდა, რომელიც ძირითადად ჩეხური კულტურის დომინირებაში გამოხატა.

დამოუკიდებელ სლოვაკეთში 1993 წლის შემდეგ რუსეთის მიმართ შესამჩნევი სიმპათიები შენარჩუნდა. პირველი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ მეჩიარი ანტიდასავლური პოპულიზმის პოლიტიკას ატარებდა და, შეიძლება ითქვას, საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ პრორუსულ ტენდენციებს. ამჟამად მის მემკვიდრეობას მმართველი კოალიცია აგრძელებს, რომელთაგან ყველაზე მსხვილი პარტია „კურსი - სოციალური დემოკრატია“ თავს სოციალ-დემოკრატიულად თვლის, თუმცა სინამდვილეში მემარცხენერადიკალურია. მისი დეპუტატი ევროპის პარლამენტში ლიუბოშ ბლახა აღმერთებს ერნესტო ჩე გევარას, აღტაცებულია კუბისა და ვენესუელის ხელისუფლებით. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ იგი მოსკოვშიც ჩავიდა და  მხარეებს „სლავური ძმობისაკენ“ მოუწოდა. ლოუბოშ ბლახამ რუსეთს მადლობაც გადაუხადა 80 წლის წინ სლოვაკეთის ფაშიზმისაგან გათავისუფლებისათვის და მიანიშნა, რომ მოსკოვი დღეს იგივე ანტიფაშისტურ ბრძოლას აგრძელებს, ამჯერად უკვე უკრაინის წინააღმდეგ.

რადგანაც უკრაინელებიც სლავ ხალხს წარმოადგენენ, მათ მიმართაც „ძმური სლავური“ დამოკიდებულება უნდა იყოს. სხვათა შორის ასეთი ხედვა ჩეხოსლოვაკიაში პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდშიც შეინიშნებოდა. როცა უკრაინაში საბჭოთა წყობა დამყარდა, უკრაინულმა ანტიბოლშევიკურმა ემიგრაციამ თავი ჩეხოსლოვაკიას, პრაღას შეაფარა, სადაც საკუთარი უნივერსიტეტიც კი დააარსეს. ამჟამად პროუკრაინული სიმპათიები ძველებურად შენარჩუნებულია ჩეხეთშიც და სლოვაკეთშიც: ორივე ქვეყანაში მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიცია რეგულარულად გამოდის ანტისამთავრობო აქციებზე უკრაინული დროშებით ხელში. საინტერესო ფაქტია, რომ სლოვაკეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კარპატების მთისწინეთში ცხოვრობენ რუსინები - ეთნიკური მოსახლეობა, რომლებიც უკრაინელებს ჰგავნან. ზოგიერთი მკვლევარი მათ კიევის რუსეთის შთამომავლებად თვლის (რაოდენობა 17 ათასამდე).

უნგრეთში სიტუაცია განსხვავებულია. თვით ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიაც („ტისა“) ვერ ბედავს უკრაინის მიმართ სრულ და მკაფიო მხარდაჭერას. სამთავრობო რიტორიკაში უკრაინა „მტერია“, ხოლო ოპოზიციურ ნარატივში უკრაინა თითქმის არ ჩანს. კაცმა რომ თქვას, უკრაინა უნგრეთში არასოდეს არ იყო პოპულარული - ურთიერთობას ძაბავდა  უკრაინაში მცხოვრები უნგრელთა უმცირესობის უფლებრივი (შეზღუდული) მდგომარეობაც.

ვიქტორ ორბანის პრორუსულ კურსს ისტორიული წინამძღვრები შედარებით ნაკლები აქვს, უნგრულ-რუსული ურთიერთობები უფრო მეტად ნეგატიური იყო:  მაგალითად, 1848-1849 წლების უნგრული გამათავისუფლებელი მოძრაობის (რევოლუციის) ჩახშობა ჰაბსგბურგების დინასტიამ მხოლოდ რუსეთის ჯარების დახმარებით შეძლო (უნგრეთის რევოლუციის ლიდერს ლაიოშ კოშუტს სასამართლომ დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა). გარდა ამისა, უნგრელების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ნეგატიურად აღიქვა 1945 წელს საბჭოთა არმიის მიერ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია და საბჭოთა კავშირის პოლიტიკას რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებად თვლიდნენ.

უნგრეთის „პრორუსულობის“ მიზეზები

ის ფაქტი, რომ ასეთი ანტირუსული წარსულის ფონზე ვიქტორ ორბანმა დიდი ხნის განმავლობაში სწორედ პრორუსული პოლიტიკის წყალობით შეინარჩუნა საპარლამენტო უმრავლესობა, ერთი შეხედვით პარადოქსულად მოჩანს, ანუ ისე, რომ უნგრელებმა თითქოსდა საკუთარი ისტორიული ხსოვნა დაკარგეს. მაგრამ ამის ახსნა ძნელი არ არის:

პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში უნგრელ კონსერვატორებში საკმაოდ იყო გავრცელებული ანტიდასავლური განწყობები - „დასავლეთი“ უნგრეთს ამრეზით უყურებს და საერთოდ, უნგრეთის ინტერესები დასავლეთს არ ესმის, რადგან მადიარები აღმოსავლელ ხალხებს მიეკუთვნებიანო. იმ დროს დაიწყეს იმის მტკიცებაც, რომ უნგრელები თურქების მონათესავეები არიან (პანთურანიზმის იდეოლოგია უნგრეთში საკმაოდ იყო ფეხმოკიდებული). სხვათა შორის, დღეს ეს ტრადიცია ისევ გამოცოცხლდა - უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრია, რომელიც თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრ-ქვეყანას წარმოადგენს.

თუმცა ამჟამინდელი ანტიდასავლური განწყობები გამოიხატება უპირველეს ყოვლისა იმ მიზეზით, რომ უნგრეთი სიმპათიებით უყურებს რუსეთის ახალ „კონსერვატიულ“ იმიჯს, რომელიც სულ უფრო მეტად ახდენს თავისი ძალების დემოსტრაციას. თუ ადრე მოსკოვი ასოცირებული იყო კომუნიზმთან და ამიტომაც უარყოფას იწვევდა, ახლა კრემლის პოლიტიკა ბევრი უნგრელისათვის დასავლური [„გახრწნილი“] ლიბერალიზმის ალტერნატივა გახდა.

მასშტაბური პრორუსული სამთავრობო კამპანიის წყალობით ვიქტორ ორბანმა ქვეყნის საგარეო ორიენტირების გარკვეული ცვლა განახორციელა. იყო დროს, როცა მისი პარტია „ფიდესი“ მკაცვრად ანტიკომუნისტური და ანტირუსული იყო.  ამერიკული ანალიტიკური ცენტრის Pew Research Centerის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ვლადიმერ პუტინის პოპულარობა „ფიდესის“ წევრებს შორის 2024 წლიდან 2025 წლის ბოლომდე 36%-დან 54%-მდე გაიზარდა. თუ ადრე ვიქტორ ორბანი ანტიევროპული რიტორიკის დროს ბრიუსელს მოსკოვთან ადარებდა (ანუ ანტირუსულ განწყობებსაც აღვვებდა), ახლა იგი პირდაპირ ამბობს, რომ  ბრიუსელი უნგრეთისათვის მოსკოვზე უფრო საშიშია.

თუმცა რუსეთთან ასეთ მკვეთრ დაახლოებას შეუძლია შებრუნებული ეფექტი შექმნას: ევროკავშირიდან გამოსვლის შიში, თვით „ფიდესის“ ამომრჩევლებშიც კი, უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთისადმი სიმპათიები. შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პრორუსული ხაზი ძველებურად აღარ არის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა პროევროპული კურსთან შედარებით, მაგრამ ამჟამინდელ მეტ-ნაკლებად  პრორუსულ მთავრობებს პრაღაში, ბრატისლავაში და ყველაზე მეტად ბუდაპეშტში შეუძლიათ ბრიუსელისა და კიევის ინტერესები არსებითად დააზიანონ.

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
„ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური გათვლები: რატომ აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად ბრიუსელისადმი შიში, ვიდრე მოსკოვის მიმართ“
"უკრაინა", "კიევი" და "ზელენსკი". რეპორტაჟი ვიქტორ ორბანის მიტინგიდან, ანუ როგორი შედეგია მოსალოდნელი არჩევნებით"-BBC
"აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ: უპირატესობას თეირანი ფლობს"-The Economist
რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ -უცხოური პრესა
"93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო"-The New York Times
"ტრამპს "სუეცის მომენტი" დაუდგა, ზელენსკი კი უფრო ძლიერად გამოიყურება" -The Independent
"დონალდ ტრამპის ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება აშშ-ის მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში"-The Daily Telegraph
"მისი ფილოსოფია ჩემი ფილოსოფიისაგან ცოტათი განსხვავდება": პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსისგან დისტანცირდება"-Die Welt
"რუსეთი ყოველდღიურად ნავთობის გაყიდვისაგან 150 მილიონ დოლარზე მეტს იღებს"-Financial Times
"რა დაემართა ვოლოდიმირ ზელენსკის?"-Politico
"დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული ომიდან მარტივი გამოსვლა შეუძლებელია: აშშ-ისრაელის შეტევების გაგრძელება კი ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო დიდ რყევებს გამოიწვევს"-Financial Times
"რატომ არის ვლადიმერ პუტინი გამარჯვებული ირანის წინააღმდეგ მიმართულ აშშ-ისრაელის ომში"-Politico
"ომი ირანში: პოლიტიკური გამოცდა როგორც იზოლაციონისტ ჯეიმს ვენსისათვის, ასევე ინტერვენციონისტ მარკო რუბიოსათვის" -Le Monde
"ომი ირანში: ყველაზე საშიში ისაა, რომ დონალდ ტრამპმა თვითონაც არ იცის, რა სურს"-უცხოური პრესა
"რას ნიშნავს ირანის წინააღმდეგ ომი უკრაინისათვის: რადგან მოკავშირეთა ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა გადატანილი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება იარაღის გარეშე დარჩეს"-The Daily Telegraph
"ომი, რომლის შედეგები არავინ არ იცის"-BBC
"ტრამპი უკრაინას აფრთხილებს: რუსეთის ნავთობობიექტებზე დარტყმები ამერიკულ ინვესტიციებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს"-The Daily Telegraph
"დონალდ ტრამპის პირადი გაერო: ევროპის დემოკრატიას „მშვიდობის საბჭოსთან“ ურთიერთობის სტრატეგია სჭირდება"-Financial Times
"საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის ბიზნესფორუმს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით ცნობილი კახეთი მასპინძლობს"-TRT
"ევროპა - პუტინის მომდევნო თავდასხმის ობიექტი: რატომ იხედება რუსეთის ლიდერი უკრაინის გადაღმა და შეძლებს თუ არა ევროპა საკუთარ თავდაცვას აშშ-ის დახმარების გარეშე"-The New Statesman