"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო" „ქართულ ოცნებასთან" საჯარო დებატებს ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სახელით გვსურს საზოგადოების ყურადღება გამახვილდეს ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ანალიზისა და შეფასების გარეშე დარჩა.
როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში.
რეალურად, ეს განცხადება რომ აბსურდულია, ყველასთვის ცხადია, რადგან ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ ახლახან კიდევ ერთხელ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას", არათუ საკუთარი გეგმა, არამედ საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი პატრონების დავალებების ბრმად შემსრულებლები და საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ინსტრუმენტები არიან.
ამავდროულად, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც არა საქართველოს მოსახლეობისგან, არამედ სწორედ მათგან ელიან; მით უფრო, რომ დარწმუნებულები არიან - მთავარი გადაწყვეტილებები სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღება.
ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გავლენიან სახელმწიფო მოხელეებს შორის გახშირებული კონტაქტი, სხვადასხვა ფორუმზე შემდგარი კომუნიკაცია, ღონისძიებებზე მიწვევა თუ სატელეფონო საუბრები „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს და ამცირებს ხელისუფლებაზე ამ კუთხით არსებულ წნეხს.
აშკარაა, რომ ამგვარი მეთოდებით მოქმედება სწორედ „დიფ სთეითის" ხელწერაა, რომელმაც ამჯერად საქართველოსთან მიმართებით მლიქვნელური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რისი მიზანიც ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნებაა. ეს ყველაფერი კი, როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა მორიგი კატასტროფით დასრულდეს.
„ერთიან ნეიტრალურ საქართველოს" მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკურ კომფორტზე კი არა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საზოგადოების ინტერესების დაცვაზე უნდა იფიქროს და არ წამოეგოს ამ სატყუარას. რადგან ამერიკის შეერთებული შტატებიცა და ევროპაც „დიფ სთეითისგან" იმართება, თუ დღეს აშშ-დან წამოსულ ამ სიგნალებს დაჰყვებიან, ხვალ, როცა ევროკავშირიც მსგავსი ტიპის პოლიტიკას დაიწყებს, მათთან მიმართებითაც არა პრინციპულ, არამედ ხელისუფლებისთვის კომფორტულ, დამყოლ პოზიციას აირჩევენ.
ფაქტია, ამგვარი მიდგომები ქვეყანასა და ხალხზე კი არა, საკუთარ თავზე ზრუნვით იქნება განპირობებული და ამის შესახებ საზოგადოება სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული.
ამ ყველაფრის გააზრება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ ფონზე, რომ სრული სიცრუე და ფარსი აღმოჩნდა ხმამაღალი განცხადებები იმის შესახებ, თითქოს დონალდ ტრამპი „დიფ სთეითს" ებრძვის. რეალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში „დიფ სთეითის" რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს, თანაც საკმაოდ აქტიურად და ამის ნიშნები უკვე აშკარად იკვეთება.
მეტიც, სწორედ დონალდ ტრამპია „დიფ სთეითის" მმართველობის პირდაპირი გამოხატულება, „დიფ სთეითის" რეალური სახე, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს - საჯაროდ აცხადებს, რომ „მშვიდობის მტრედია", მაშინ, როდესაც ომს-ომზე აჩაღებს და საკუთარი, ვითომ დამოუკიდებელი პოლიტიკით, ქმედებებით, დამოკიდებულებითა და მანერებითაც კი ყველანაირ წესრიგს „დიფ სთეითის" გეგმას არგებს.
ფაქტია, ტრამპი ომის გამჩაღებელია, ხოლო მართვითა და გამგეობით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში, „დიფ სთეითი" მართავს ყველაფერს!
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის" „ქართული ოცნების" კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ საჯარო სატელევიზიო დებატებს ხელისუფლებასთან, რათა საზოგადოების ყველა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს!".
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
არის მიდგომა, ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები აშშ-სთან, ვერ დავიწყებთ, რადგან ფურცლებმა, რომელზეც სტრატეგიული პარტნიორობა ეწერა, ცუდი რაღაც მოიტანა - ბიძინა გიორგობიანი
ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
კარგი იქნება, თუ "ფარასთან" დაკავშირებულ სპეკულაციებს სამართლებრივად გაეცემა პასუხი -ლევან მახაშვილი
შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: “ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას
Global Terrorism Index 2026-ის მიხედვით, საქართველო გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით იმ ჯგუფშია, სადაც რისკი მინიმალურია
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესების შესახებ
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე - მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც''- დიმიტრი ხუნდაძე
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს -იაგო ხვიჩია
ძვირფასო ქართველებო, გისურვებთ სიბრძნეს და გამბედაობას, რათა ყოველთვის შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა -ესტონეთის საელჩო
დღესაც არის ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება, დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს -გია ვოლსკი
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, რომ საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობას, ჩვენი ვალია, დავიცვათ და განვამტკიცოთ სუვერენიტეტი -მიხეილ ყაველაშვილი
ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, არაფერი გამოუვათ -ლევან მაჭავარიანი