სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა
აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა დონალდ ტრამპის დირექტივა, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ რადიო NPR-ისთვის და საზოგადოებრივ მაუწყებელ PBS-ისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე" ავრცელებს.
აშშ-ის საოლქო მოსამართლის, რენდოლფ მოსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 2025 წლის მაისში ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება უკანონოა.
გასული წლის მაისში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც საზოგადოებრივ რადიო NPR-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელ PBS-ს სახელმწიფო დაფინანსება შეუჩერა. დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ასევე წყვეტდა PBS-ისა და NPR-ის არაპირდაპირ დაფინანსებას.
ტრამპი და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა მიკერძოებით გამოირჩევა და, შესაბამისად, არ უნდა ფინანსდებოდეს გადასახადის გადამხდელთა თანხებით.
მოსამართლემ განაცხადა, რომ აღნიშნული აღმასრულებელი ბრძანება ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც კრძალავს შეხედულებების საფუძველზე დისკრიმინაციას. როგორც რენდოლფ მოსმა აღნიშნა, „ძნელია წარმოიდგინო უფრო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ხელისუფლების ქმედება მიმართულია იმ შეხედულებების ჩასახშობად, რომლებიც პრეზიდენტს არ მოსწონს".
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, აბიგეილ ჯექსონმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „აბსურდული" უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის „აქტივისტი მოსამართლის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს კანონს".
როგორც მედია წერს, მიუხედავად გადაწყვეტილებისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს ის NPR-ისა და PBS-ის საქმიანობაზე, რადგან მოსალოდნელია გადაწყვეტილების გასაჩივრება.
მსგავსი სიახლეები
Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე
ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს საკუთარი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "მტკიცედ განიხილავს" ნატო-დან გასვლას
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ -ტრამპი სტარმერს
სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა
აშშ-მა სამ რუსულ გემს სანქციები მოუხსნა
ირანის მიერ ისრაელზე იერიშის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა
აშშ და ირანი ერთმანეთში ცვლიან შეტყობინებებს, თუმცა არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს - აბას არაღჩი
ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი გაიტაცეს
,,სიმართლე გითხრათ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე საერთოდ არ ვფიქრობ''- ტრამპი
მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 118.6 დოლარს გადააჭარბა
სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის
ტრამპი: არც კი ვფიქრობ ირანის გამდიდრებულ ურანზე, ის იმდენად ღრმად არის დამარხული
დიმიტრი პესკოვი - ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ტერორისტული საქმიანობისთვის თუ გამოიყენება, შესაბამის ზომებს მივიღებთ
საფრანგეთმა ისრაელს ამერიკული იარაღის ტრანსპორტირებისთვის მისი საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა არ მისცა - Reuters