ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ბერძნული ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი" საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები, 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით, კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
სამოქალაქო ავიაციის ცნობით, „სქაი ექსპრესი" საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასრულებს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკით გამოირჩევა. გასულ წელს საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 284 858 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 29%-ით აღემატება ორ ქვეყანას შორის 2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (220 776). მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს ავიაკომპანიები - „ეგეოსის ავიახაზები", „სქაი ექსპრესი" და „ვიზ ეარი" კვირაში 19 სიხშირით შეასრულებენ.
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
არის მიდგომა, ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები აშშ-სთან, ვერ დავიწყებთ, რადგან ფურცლებმა, რომელზეც სტრატეგიული პარტნიორობა ეწერა, ცუდი რაღაც მოიტანა - ბიძინა გიორგობიანი
ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
კარგი იქნება, თუ "ფარასთან" დაკავშირებულ სპეკულაციებს სამართლებრივად გაეცემა პასუხი -ლევან მახაშვილი
შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: “ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას
Global Terrorism Index 2026-ის მიხედვით, საქართველო გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით იმ ჯგუფშია, სადაც რისკი მინიმალურია
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესების შესახებ
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე - მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც''- დიმიტრი ხუნდაძე
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს -იაგო ხვიჩია
ძვირფასო ქართველებო, გისურვებთ სიბრძნეს და გამბედაობას, რათა ყოველთვის შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა -ესტონეთის საელჩო
დღესაც არის ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება, დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს -გია ვოლსკი
1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა, რომ საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობას, ჩვენი ვალია, დავიცვათ და განვამტკიცოთ სუვერენიტეტი -მიხეილ ყაველაშვილი
ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, არაფერი გამოუვათ -ლევან მაჭავარიანი