"ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც ვიხილეთ 4 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე''- ზურაბ აბაშიძე

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აბაშიძემ კონგრესის დელეგატს, სტუარტ დიქსონს უპასუხა, რომელმაც საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება წარადგინა. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომელზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, თავის გამოსვლაში, ანგარიშში დასმულ რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის, ზურაბ აბაშიძემ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან ღია დიალოგის წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, იგი იმედოვნებდა, რომ წარმოდგენილ ანგარიშში 4 ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა დაგმობილი იქნებოდა.

"ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც ვიხილეთ 4 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე. ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ოპოზიციური პარტიები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე აანონსებდნენ. ჩვენ ველოდებოდით, რომ არ იქნებოდა გამოყენებული ორმაგი სტანდარტი და ამ ძალადობას იმავე სულისკვეთებით დაგმობდით, როგორც ევროპელი პოლიტიკური ლიდერები გმობენ ხოლმე ძალადობას საკუთარ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე. მჯერა, რომ კონგრესს შეუძლია კონსტრუქციული როლი შეასრულოს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევის პროცესის ხელშეწყობაში და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამას გააკეთებს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოწვევის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნებში ჩართულმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხმის მიცემის პროცესის ორგანიზების მაღალი სტანდარტი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება, კენჭისყრის ფარულობის დაცვა და პროცედურების გამჭვირვალობა.

"მათი შეფასებები ადასტურებს, რომ კენჭისყრა მიმდინარეობდა შეუფერხებლად, ინციდენტების გარეშე და დემოკრატიულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. რატომღაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მოწვევის საკითხი სპეკულაციის საგანი გახდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის თაობაზე ეუთოს მოწვევა რეალისტურ ვადებში გაუგზავნა. ორგანიზაციას რომ ჰქონოდა შესაბამისი ნება, არსებული ვადები მისიის გამოგზავნის და საჭირო ტექნიკური ღონისძიებების გატარების საშუალებას იძლეოდა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულ ღია დიალოგის წარმოების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის უსვამდა ხაზს ჯანსაღი და ორმხრივად კონსტრუქციული დისკუსიების შენარჩუნების აუცილებლობას და კვლავ ამ იდეის ერთგულია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გააქტიურებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან პოზიტიურად უნდა შეფასდეს.

"ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამართულ ღია დებატებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში მედია საშუალებებით გადაიცემა. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი ავლენს მზადყოფნას, გაიზიაროს და განიხილოს ოპონენტების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები. გვჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას კოორდინირებული და კარგად გააზრებული პოზიციებიდან. ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ დიალოგი არის საზოგადოების დეპოლარიზაციისკენ მიმავალი სწორი გზა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სტრასბურგში 4 დღის განმავლობაში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე, საქართველოს საკითხის განხილვის გარდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის შესახებ იმსჯელეს. გაიმართა დებატები რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებზე. პლენარულ სესიაზე, ასევე კონგრესის ახალი პრეზიდენტი, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
"ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც ვიხილეთ 4 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე''- ზურაბ აბაშიძე
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
არის მიდგომა, ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები აშშ-სთან, ვერ დავიწყებთ, რადგან ფურცლებმა, რომელზეც სტრატეგიული პარტნიორობა ეწერა, ცუდი რაღაც მოიტანა - ბიძინა გიორგობიანი
ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
კარგი იქნება, თუ "ფარასთან" დაკავშირებულ სპეკულაციებს სამართლებრივად გაეცემა პასუხი -ლევან მახაშვილი
შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: “ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას
Global Terrorism Index 2026-ის მიხედვით, საქართველო გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით იმ ჯგუფშია, სადაც რისკი მინიმალურია
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესების შესახებ
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე - მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც''- დიმიტრი ხუნდაძე
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს -იაგო ხვიჩია
ძვირფასო ქართველებო, გისურვებთ სიბრძნეს და გამბედაობას, რათა ყოველთვის შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა -ესტონეთის საელჩო
დღესაც არის ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა სხვანაირად ითარგმნება, დამოკიდებული უნდა იყო რომელიღაც ძალაზე, რომელსაც რესურსი გააჩნია, პროცესებზე გავლენა იქონიოს -გია ვოლსკი