,,გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა''- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.მათი ინფორმაციით, დადგინდა, რომ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი.უწყების თანახმად, დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით ინსინერატორში ხდებოდა თავშესაფარში არსებული ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ინსინერაცია და ასევე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია.„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარს ტერიტორია.გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.დადგინდა, რომ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2025 წლის 4 მარტის #98/ს ბრძანებით გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
2 აპრილის ამინდის პროგნოზი
2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
,,გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა''- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ“ - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული. ცხოველის დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე - თენგიზ ჩალიგავა
პარლამენტმა სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას სოფელ წკერეში ფერდი ჩამოიშალა, მიმდინარეობს გამაგრების სამუშაოები, ზარალს კონტრაქტორი კომპანია სრულად აანაზღაურებს -საავტომობილო გზების დეპარტამენტი
2 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი, 3-4 აპრილს კი წვიმაა მოსალოდნელი
გამოცხადდა რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი საგრანტო კონკურსი
3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1 აპრილის ამინდის პროგნოზი
შინაგან საქმეთა მინისტრმა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა
კახა კალაძემ 101 წლის მარიამ ბებიაშვილს დაბადების დღე მიულოცა
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა
თბილისის ანძა ლურჯად განათდა
მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტებზე შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს, ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება
,,არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება''- მიხეილ სარჯველაძე
სემეკ-ი ელექტროენერგიის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს