პროექტი დიდი დიღმიდან "დიდუბის" მეტროს მიმართულებით განხორციელდება. დაახლოებით 7.5 კილომეტრი სიგრძის არის, სადაც 11 გაჩერება იქნება - კახა კალაძე ტრამვაის ხაზის შესახებ

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას ეხებოდა, დასრულდა. პროექტთან დაკავშირებით, თბილისის მერმა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია 4-მა უცხოურმა კომპანიამ წარადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

მისივე შეფასებით, აღნიშნული პროექტით ქალაქს დაემატება კიდევ ერთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ადამიანებს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ სწრაფად მოხდეს გადაადგილება.

"ჩვენ წინასაარჩევნოდ დავაანონსეთ აღნიშნული პროექტი. ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისთვის ამ ტიპის პროექტის განხორციელება. სასიამოვნოა ის, რომ 4 დიდი კომპანია არის დაინტერესებული, მიმდინარეობს დოკუმენტაციის დამუშავება და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, ვინ იქნება გამარჯვებული.

პროექტი დიდი დიღმიდან "დიდუბის" მეტროს მიმართულებით იქნება განხორციელებული. დაახლოებით 7.5 კილომეტრი სიგრძის არის, სადაც 11 გაჩერება იქნება. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი. ჩვენს ქალაქს ძალიან უხდებოდა და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მოუხდება ტრამვაი.

დღეს დიდი დიღმიდან გადაადგილება წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას. დიდი დიღომი ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ვითარდება, თუმცა ავტომობილებითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გამოსვლა არის ძალიან დიდი პრობლემა. შესაბამისად, აღნიშნული პროექტით ემატება კიდევ ერთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ადამიანებს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს გადაადგილება "დიდუბის" მეტროს მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, შეამცირებს ავტომობილებზე დამოკიდებულებას და მოახდენს მგზავრების სწრაფად გადაადგილებას. მას შემდეგ, რაც გაფორმდება ხელშეკრულება, 36 თვის განმავლობაში კომპანია ვალდებულია პროექტი განახორციელოს," - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები
პროექტი დიდი დიღმიდან "დიდუბის" მეტროს მიმართულებით განხორციელდება. დაახლოებით 7.5 კილომეტრი სიგრძის არის, სადაც 11 გაჩერება იქნება - კახა კალაძე ტრამვაის ხაზის შესახებ
„არქის“ დამფუძნებელი ჩემი ბავშვობის მეგობარია, მან ბიზნესი დაიწყო 2005 წლიდან, მილანში ვთამაშობდი მაშინ, არანაირი შეხება არ მქონია, დღესაც არ მაქვს აღნიშნულ ბიზნესთან“ - კახა კალაძე
"თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ, ოჯახის მიმართ''- კახა კალაძე
თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
კახა კალაძე: ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
"ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც ვიხილეთ 4 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე''- ზურაბ აბაშიძე
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
არის მიდგომა, ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები აშშ-სთან, ვერ დავიწყებთ, რადგან ფურცლებმა, რომელზეც სტრატეგიული პარტნიორობა ეწერა, ცუდი რაღაც მოიტანა - ბიძინა გიორგობიანი
ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
კარგი იქნება, თუ "ფარასთან" დაკავშირებულ სპეკულაციებს სამართლებრივად გაეცემა პასუხი -ლევან მახაშვილი
შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: “ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას