Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ

 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად, ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების დახმარების შესახებ აშშ-ის მოთხოვნებზე უარი ითქვა - ქვეყნებს არ სურდათ კონფლიქტში ჩართვა, რამდენიმე მათგანმა კი განაცხადა, რომ ეს ომის დასრულებამდე შეუძლებელი იქნებოდა.

ამის შემდეგ ტრამპი დაიმუქრა, რომ შეწყვეტდა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ნატოს „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის" (PURL) ინიციატივისთვის, რომელიც ევროპული ქვეყნების მიერ ფინანსდება - იუწყება Financial Times-ი.

ამ მუქარისა და ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა 19 მარტს გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც გამოხატეს „მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ შესაბამის ძალისხმევაში სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად".

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუტემ ტრამპი დაახასიათა როგორც „საკმაოდ ისტერიული" იმის პასუხად, რომ ევროპელებმა უარი თქვეს ჰორმუზის სრუტის დაცვის ძალისხმევაში მონაწილეობაზე.

 

 





მსგავსი სიახლეები
Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე
ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს საკუთარი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "მტკიცედ განიხილავს" ნატო-დან გასვლას
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ -ტრამპი სტარმერს
სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა
აშშ-მა სამ რუსულ გემს სანქციები მოუხსნა
ირანის მიერ ისრაელზე იერიშის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა
აშშ და ირანი ერთმანეთში ცვლიან შეტყობინებებს, თუმცა არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს - აბას არაღჩი
ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი გაიტაცეს
,,სიმართლე გითხრათ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე საერთოდ არ ვფიქრობ''- ტრამპი
მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 118.6 დოლარს გადააჭარბა
სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის
ტრამპი: არც კი ვფიქრობ ირანის გამდიდრებულ ურანზე, ის იმდენად ღრმად არის დამარხული
დიმიტრი პესკოვი - ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ტერორისტული საქმიანობისთვის თუ გამოიყენება, შესაბამის ზომებს მივიღებთ
საფრანგეთმა ისრაელს ამერიკული იარაღის ტრანსპორტირებისთვის მისი საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა არ მისცა - Reuters