მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ირანს ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ, ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანს მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ძლიერად დაარტყამს.

„მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე კონფლიქტის დასრულების შემდეგ „ბუნებრივად გაიხსნება".

„ირანი ფაქტობრივად განადგურებულია - რთული ნაწილი უკვე გაკეთებულია, ამიტომ ახლა ეს მარტივი უნდა იყოს და, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეს კონფლიქტი დასრულდება, სრუტე ბუნებრივად გაიხსნება, ის უბრალოდ ბუნებრივად გაიხსნება", - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე პასუხისმგებლები აშშ-ის მოკავშირეები იქნებიან. დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, „გამოიჩინონ დაგვიანებული გამბედაობა" და უხელმძღვანელონ ოპერაციას კრიტიკულად მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე კონტროლის აღსადგენად. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოკავშირეები, რომლებიც სრუტიდან დიდი რაოდენობით ნავთობს იღებენ და მასზე არიან დამოკიდებული, უნდა მივიდნენ და ის უბრალოდ აიღონ.

„წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ ის, დაიცავით, გამოიყენეთ საკუთარი სარგებლისთვის. რთული ნაწილი უკვე გაკეთებულია, ამიტომ ახლა ეს მარტივი უნდა იყოს", - განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს აღარ განახორციელებს.

„შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს თითქმის საერთოდ არ ახორციელებს და მას არც მომავალში აღარ შემოიტანს. ჩვენ ეს არ გვჭირდება. არც აქამდე გვჭირდებოდა და არც მომავალში დაგვჭირდება", - აღნიშნა ტრამპმა ეროვნული მიმართვის დროს.

 





მსგავსი სიახლეები
ფლორიდის შტატის, კორალ სპრინგის ვიცე-მერი მოკლეს
ირანში აქციის მონაწილე სიკვდილით დასაჯეს
მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ირანს ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ, ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია-დონალდ ტრამპი
Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე
ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს საკუთარი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "მტკიცედ განიხილავს" ნატო-დან გასვლას
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ -ტრამპი სტარმერს
სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა
აშშ-მა სამ რუსულ გემს სანქციები მოუხსნა
ირანის მიერ ისრაელზე იერიშის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა
აშშ და ირანი ერთმანეთში ცვლიან შეტყობინებებს, თუმცა არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს - აბას არაღჩი
ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი გაიტაცეს
,,სიმართლე გითხრათ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე საერთოდ არ ვფიქრობ''- ტრამპი
მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 118.6 დოლარს გადააჭარბა
სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის