"ნაციონალური მოძრაობა" - მოვითხოვთ, პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი ზეპირი განხილვის საფუძველზე გადაწყდეს
2025 წლის 10 ნოემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და გაასაჩივრა „ქართული ოცნების" თვითმარქვია პარლამენტის მიერ დეპუტატ წულუკიანის თავმჯდომარეობით შექმნილი „ღალატის კომისიის" კონსტიტუციურობის საკითხი. აღნიშნული კომისიის ოფიციალურად გაცხადებულ მიზანს სწორედ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის მომზადება წარმოადგენდა. თვითმარქვია პარლამენტის „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ პარტიათა აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელიც, შესაბამისად, მთლიანად ამ კომისიის დასკვნას ეფუძნება, - ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უარი თქვა თავისი ძირითადი მოვალეობის განხორციელებაზე და კიდევ ერთხელ წაახალისა „ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციის პრინციპების უგულებელყოფა და თვითნებობა".
„საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვითხოვდით, რომ შეეფასებინა პარლამენტის საგამოძიებო კომისიისთვის პოლიტიკური პარტიების დაქვემდებარების შეუზღუდავი უფლებამოსილების კონსტიტუციურობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის განჩინება (საქმეზე №1915) წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს, როგორ შეიძლება, მწვავე პოლიტიკური კრიზისის დროს, სასამართლომ სამართლებრივი ფორმალიზმი გამოიყენოს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ინსტრუმენტად. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა, კონსტიტუციურ კონტროლს დაუქვემდებაროს პარლამენტის ამ ფუნქციის თვითნებურად და რეპრესიულად გამოყენების შესაძლებლობა. ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართულ ოცნებას" შეუზღუდავი უფლებამოსილება მიანიჭა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ჯგუფი ან ორგანიზაცია, კონსტიტუციური პრინციპების სრული უგულებელყოფით, თვითნებურად დაუქვემდებაროს თავის საგამოძიებო მექანიზმს, დაჭერის შიშით დაავალდებულოს მათ წევრებს გამოცხადება, მოსთხოვოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოტივებისა და მიზეზების ახსნა და ამით მათი პოლიტიკური დევნის წინაპირობები შექმნას. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უარი თქვა თავისი ძირითადი მოვალეობის განხორციელებაზე და კიდევ ერთხელ წაახალისა „ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციის პრინციპების უგულებელყოფა და თვითნებობა. ამ გადაწყვეტილებით მან წინასწარ მოამზადა საფუძველი წულუკიანის „ღალატის კომისიის" დასკვნის საფუძველზე პოლიტიკური პარტიებისა და, შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ასაკრძალად", - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე, ფარულად განიხილა".
„მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ქვეყანაში ავტოკრატიის კონსოლოდაციის პროცესთან დაკავშირებული ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, ფარულად განიხილა. შესაბამისად, ჩვენ წაგვერთვა შესაძლებლობა, ზეპირად მოგვესმინა არალეგიტიმური პარლამენტის წარმომადგენლების სამართლებრივი ახსნა-განმარტება და სათანადოდ დაგვეცვა ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის არსებითი მნიშვნელობის ინტერესები, რაც თავის, მხრივ, არღვევს სამართლიანი სამართალწარმოების პრინციპებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი გადაწყდეს ზეპირი განხილვის საფუძველზე და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება კვლავ არ გამოიტანოს დახურული პროცესის საფუძველზე", - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
"ნაციონალური მოძრაობა" - მოვითხოვთ, პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი ზეპირი განხილვის საფუძველზე გადაწყდეს
თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები
პროექტი დიდი დიღმიდან "დიდუბის" მეტროს მიმართულებით განხორციელდება. დაახლოებით 7.5 კილომეტრი სიგრძის არის, სადაც 11 გაჩერება იქნება - კახა კალაძე ტრამვაის ხაზის შესახებ
„არქის“ დამფუძნებელი ჩემი ბავშვობის მეგობარია, მან ბიზნესი დაიწყო 2005 წლიდან, მილანში ვთამაშობდი მაშინ, არანაირი შეხება არ მქონია, დღესაც არ მაქვს აღნიშნულ ბიზნესთან“ - კახა კალაძე
"თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ, ოჯახის მიმართ''- კახა კალაძე
თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
კახა კალაძე: ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
"ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც ვიხილეთ 4 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე''- ზურაბ აბაშიძე
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
არის მიდგომა, ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები აშშ-სთან, ვერ დავიწყებთ, რადგან ფურცლებმა, რომელზეც სტრატეგიული პარტნიორობა ეწერა, ცუდი რაღაც მოიტანა - ბიძინა გიორგობიანი
ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებასთან საჯარო დებატებს ითხოვს
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
კარგი იქნება, თუ "ფარასთან" დაკავშირებულ სპეკულაციებს სამართლებრივად გაეცემა პასუხი -ლევან მახაშვილი
შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: “ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც