2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
2025 წლის 10 ნოემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და გაასაჩივრა „ქართული ოცნების" თვითმარქვია პარლამენტის მიერ დეპუტატ წულუკიანის თავმჯდომარეობით შექმნილი „ღალატის კომისიის" კონსტიტუციურობის საკითხი. აღნიშნული კომისიის ოფიციალურად გაცხადებულ მიზანს სწორედ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის მომზადება წარმოადგენდა. თვითმარქვია პარლამენტის „ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ პარტიათა აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელიც, შესაბამისად, მთლიანად ამ კომისიის დასკვნას ეფუძნება, - ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უარი თქვა თავისი ძირითადი მოვალეობის განხორციელებაზე და კიდევ ერთხელ წაახალისა „ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციის პრინციპების უგულებელყოფა და თვითნებობა".
„საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვითხოვდით, რომ შეეფასებინა პარლამენტის საგამოძიებო კომისიისთვის პოლიტიკური პარტიების დაქვემდებარების შეუზღუდავი უფლებამოსილების კონსტიტუციურობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის განჩინება (საქმეზე №1915) წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს, როგორ შეიძლება, მწვავე პოლიტიკური კრიზისის დროს, სასამართლომ სამართლებრივი ფორმალიზმი გამოიყენოს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ინსტრუმენტად. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა, კონსტიტუციურ კონტროლს დაუქვემდებაროს პარლამენტის ამ ფუნქციის თვითნებურად და რეპრესიულად გამოყენების შესაძლებლობა. ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართულ ოცნებას" შეუზღუდავი უფლებამოსილება მიანიჭა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ჯგუფი ან ორგანიზაცია, კონსტიტუციური პრინციპების სრული უგულებელყოფით, თვითნებურად დაუქვემდებაროს თავის საგამოძიებო მექანიზმს, დაჭერის შიშით დაავალდებულოს მათ წევრებს გამოცხადება, მოსთხოვოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოტივებისა და მიზეზების ახსნა და ამით მათი პოლიტიკური დევნის წინაპირობები შექმნას. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უარი თქვა თავისი ძირითადი მოვალეობის განხორციელებაზე და კიდევ ერთხელ წაახალისა „ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციის პრინციპების უგულებელყოფა და თვითნებობა. ამ გადაწყვეტილებით მან წინასწარ მოამზადა საფუძველი წულუკიანის „ღალატის კომისიის" დასკვნის საფუძველზე პოლიტიკური პარტიებისა და, შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ასაკრძალად", - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე, ფარულად განიხილა".
„მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ქვეყანაში ავტოკრატიის კონსოლოდაციის პროცესთან დაკავშირებული ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, ფარულად განიხილა. შესაბამისად, ჩვენ წაგვერთვა შესაძლებლობა, ზეპირად მოგვესმინა არალეგიტიმური პარლამენტის წარმომადგენლების სამართლებრივი ახსნა-განმარტება და სათანადოდ დაგვეცვა ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის არსებითი მნიშვნელობის ინტერესები, რაც თავის, მხრივ, არღვევს სამართლიანი სამართალწარმოების პრინციპებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი გადაწყდეს ზეპირი განხილვის საფუძველზე და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება კვლავ არ გამოიტანოს დახურული პროცესის საფუძველზე", - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
გამოცხადდა 2026 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსი - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“
გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი
2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
2 აპრილის ამინდის პროგნოზი
2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
,,გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა''- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ“ - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული. ცხოველის დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე - თენგიზ ჩალიგავა
პარლამენტმა სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას სოფელ წკერეში ფერდი ჩამოიშალა, მიმდინარეობს გამაგრების სამუშაოები, ზარალს კონტრაქტორი კომპანია სრულად აანაზღაურებს -საავტომობილო გზების დეპარტამენტი
2 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი, 3-4 აპრილს კი წვიმაა მოსალოდნელი
გამოცხადდა რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი საგრანტო კონკურსი
3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1 აპრილის ამინდის პროგნოზი
შინაგან საქმეთა მინისტრმა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ახლად შექმნილი ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა
კახა კალაძემ 101 წლის მარიამ ბებიაშვილს დაბადების დღე მიულოცა
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა