აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს.
ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციამ „ქართულმა ოცნება" წარადგინა.
ცოტნე ანანიძეს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა და ფარული კენჭისყრის შედეგად მას მხარი დაუჭირა 12-მა დეპუტატმა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა, მათ შორის თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმართ, რომელიც მოიცავს, პირველ რიგში, ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურს. ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს. მინდა, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს არჩევანისთვის. მათი არჩევანი არ იყო სასარგებლო ჩვენი გუნდისთვის, ეს იყო სასარგებლო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის. სწორედ აჭარამ იცის ყველაზე მეტად სტაბილურობის, სიმშვიდის, ეროვნულობის, ოჯახური ფასეულობების ფასი და აჭარის ტკივილიანი ისტორია, აჭარა არის სიმბოლო საქართველოს მარადიულობის. სწორედ ამ აღქმით, ასეთი საქმით, ჩვენ გასულ წელს ნდობა გამოვუცხადეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, პატრიოტ კაცს. მისი პატრიოტიზმი მხოლოდ 2008 წლის ომის მობილიზაციის დროს არ გამოჩენილა, ეს ჩანს ყოველდღიურობაში. ეს პატრიოტიზმი, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, რომელიც უკვე ამ პოზიციიდან დრომ აჩვენა, გვაძლევს შესაძლებლობას, გუნდურად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ ჩვენს გონიერ, განათლებულ და კეთილგონიერ პრემიერ-მინისტრთან ერთად. დიდი მადლობა ჩვენს ხალხს, ჩვენს აჭარას. როგორც ჩვენმა უწმინდესმა თქვა: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" - ყოველთვის გვაერთიანებდა და გაგვაერთიანებს", - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა 30 მარტს დატოვა.
მსგავსი სიახლეები
არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან
კახა კალაძე - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
კახა კალაძე - წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
მიხეილ ყაველაშვილი - სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია -კახა კალაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
"ნაციონალური მოძრაობა" - მოვითხოვთ, პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი ზეპირი განხილვის საფუძველზე გადაწყდეს
თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები
პროექტი დიდი დიღმიდან "დიდუბის" მეტროს მიმართულებით განხორციელდება. დაახლოებით 7.5 კილომეტრი სიგრძის არის, სადაც 11 გაჩერება იქნება - კახა კალაძე ტრამვაის ხაზის შესახებ
„არქის“ დამფუძნებელი ჩემი ბავშვობის მეგობარია, მან ბიზნესი დაიწყო 2005 წლიდან, მილანში ვთამაშობდი მაშინ, არანაირი შეხება არ მქონია, დღესაც არ მაქვს აღნიშნულ ბიზნესთან“ - კახა კალაძე
"თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ, ოჯახის მიმართ''- კახა კალაძე
თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
კახა კალაძე: ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები