კახა კალაძე - წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები

საპატრიარქოს მისამართით, წლებია, მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობებია, რასაც გარედან აფინანსებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, წმინდა სინოდი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, რადგან ამ პროცესში ჩარევის უფლება არავის აქვს.

„საპატრიარქოს შესახებ მსგავსი განცხადებების გაკეთება გუშინ არ დაწყებულა. ეს არის ეკლესიის და საპატრიარქოს მისამართით მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ყველაფერი არის გარედან დაფინანსებული, გარედან გაცემული დავალებების შესაბამისად. წლების განმავლობაში იყვნენ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გარედან ჰქონდათ მიღებული დავალება, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადებები გაეკეთებინათ. ძალიან სამწუხაროა ეს, თუმცა სასიამოვნოა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი გავლენით და მითითებით მოქმედებენ და რა ინტერესები აქვთ. დღეს ეკლესია არის ძალიან ძლიერი. ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენს საპატრიარქოს. წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. რა თქმა უნდა, მე მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას მივესალმები", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან
კახა კალაძე - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
კახა კალაძე - წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
მიხეილ ყაველაშვილი - სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია -კახა კალაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
"ნაციონალური მოძრაობა" - მოვითხოვთ, პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი ზეპირი განხილვის საფუძველზე გადაწყდეს
თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები
პროექტი დიდი დიღმიდან "დიდუბის" მეტროს მიმართულებით განხორციელდება. დაახლოებით 7.5 კილომეტრი სიგრძის არის, სადაც 11 გაჩერება იქნება - კახა კალაძე ტრამვაის ხაზის შესახებ
„არქის“ დამფუძნებელი ჩემი ბავშვობის მეგობარია, მან ბიზნესი დაიწყო 2005 წლიდან, მილანში ვთამაშობდი მაშინ, არანაირი შეხება არ მქონია, დღესაც არ მაქვს აღნიშნულ ბიზნესთან“ - კახა კალაძე
"თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ, ოჯახის მიმართ''- კახა კალაძე
თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას