502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან -სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 10 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში, კახეთის, იმერეთის რეგიონებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აყვანილია 502 ძაღლი (კახეთი - 423, იმერეთი - 22, ზუგდიდი - 57).

მათივე ცნობით, ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი ვეტერინარული მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევები.

როგორც საააგენტოში აღნიშნავენ, 435 ძაღლი უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველების დაბრუნება კი ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება.

„ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 პირველ აპრილს დაბრუნდა ქალაქ ზუგდიდში, 12 მათგანს, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი პროცედურები, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ეკიპაჟები, ქ. ზუგდიდში დღეს დააბრუნებენ. თავშესაფარში კვლავ რჩებიან ძაღლები, რომელთა მანიპულაციებს და რეაბილიტაციას მეტი დრო სჭირდება. ყველა საჭირო პროცედურის დასრულებისთანავე, ისინიც ანალოგიურად დაბრუნდებიან ზუგდიდში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
დავით სონღულაშვილი: რეაგირების გარეშე არ დარჩება არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან -სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
გამოცხადდა 2026 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსი - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“
გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი
2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
2 აპრილის ამინდის პროგნოზი
2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
,,გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა''- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ“ - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული. ცხოველის დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე - თენგიზ ჩალიგავა
პარლამენტმა სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას სოფელ წკერეში ფერდი ჩამოიშალა, მიმდინარეობს გამაგრების სამუშაოები, ზარალს კონტრაქტორი კომპანია სრულად აანაზღაურებს -საავტომობილო გზების დეპარტამენტი
2 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი, 3-4 აპრილს კი წვიმაა მოსალოდნელი
გამოცხადდა რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი საგრანტო კონკურსი
3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1 აპრილის ამინდის პროგნოზი