პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით მისი გუნდის ინიციატივას „ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა, რითაც საქართველოს მოქალაქეები სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობისთვის გაწირა.
მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით „ოცნების" მთავარი არგუმენტი იყო, რომ კანონპროექტი არ იყო საკმარისად შესწავლილი, რის გამოც პარტია „გახარია საქართველოსთვის" პარლამენტისთვის წარსადგენად ამზადებს მინიმალური ხელფასის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივას.
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ ჩვენი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1050 ლარზე მეტი. საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იაფი მუშახელი საქართველოში და არავის მიეცემა უფლება, ექსპლუატაცია გაუწიოს ადამიანებს, ამუშაოს შეუსაბამოდ დაბალ ანაზღაურებაზე, იმის გამო, რომ მათ უბრალოდ სხვა გამოსავალი და ალტერნატივა არ აქვთ და იძულებული ხდებიან, დათანხმდნენ დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობას.
სამწუხაროდ, გუშინ „ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა ჩვენს ამ ინიციატივას და მეტიც, სასესიო დარბაზში ამ თემის განხილვას გაღიზიანება და წამოძახილება მოჰყვა. ამით „ოცნებამ" საქართველოს მოქალაქეები გაწირა სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობისთვის.
ამ კანონპროექტთან დაკავშირებით „ოცნების" მთავარი არგუმენტი იყო, თითქოს წარდგენილი კანონპროექტი არ იყო საკმარისად შესწავლილი, არგუმენტირებული და განხილული. აქედან გამომდინარე, უკვე დღეს, ჩვენი პარტია „გახარია საქართველოსთვის" საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად ვამზადებთ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივას და მოვუწოდებთ „ოცნებას", მხარი დაუჭირონ ამ კომისიის შექმნას.
„ოცნება" რადგან ამბობს, ჩვენს კანონპროექტს თურმე საკმარისი არგუმენტაცია აკლდა და განხილვები არ ყოფილა, კომისიის შექმნა მოგვცემს საშუალებას, ერთად განვიხილოთ და დავადგინოთ, რამდენი უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს მინიმალური ხელფასი საქართველოში დღევანდელი მაღალი ფასების, ინფლაციისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
„ოცნება" ამ კომისიის შექმნასაც თუ არ დაუჭერს მხარს, დადასტურდება, რომ „ოცნება" უბრალოდ იტყუება საკუთარ არგუმენტაციებში, რომ მათ რეალურად არ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გაზრდილი ეკონომიკა მხოლოდ საკუთარი ჯიბეებისთვის და გამდიდრებისთვის უნდათ, ხელფასებისა და პენსიების ზრდის პოლიტიკური ნება კი მათ არ გააჩნიათ.
ჩვენი პოლიტიკური ძალა - პარტია „გახარია საქართველოსთვის" ამომრჩეველს ჰპირდება, რომ არ შევწყვეტთ ბრძოლას ჩვენი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრებისთვის, მათთვის ღირსეული ხელფასის, ღირსეული პენსიის უზრუნველყოფისთვის. „ოცნების" უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო თუ შედეგს ვერ მივაღწევთ, როგორც ოპოზიციური პარტია, 2028 წელს, „ოცნების" დამარცხების და მათი ოპოზიციაში გადაყვანის შემდეგ ჩვენ მიერ კანონით დაწესდება სახელფასო ზღვარი, რაც მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას და საკუთარი შრომით ღირსეული ანაზღაურების გამომუშავების საშუალებას მისცემს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან
კახა კალაძე - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
კახა კალაძე - წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
მიხეილ ყაველაშვილი - სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია -კახა კალაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
"ნაციონალური მოძრაობა" - მოვითხოვთ, პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი ზეპირი განხილვის საფუძველზე გადაწყდეს
თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები
პროექტი დიდი დიღმიდან "დიდუბის" მეტროს მიმართულებით განხორციელდება. დაახლოებით 7.5 კილომეტრი სიგრძის არის, სადაც 11 გაჩერება იქნება - კახა კალაძე ტრამვაის ხაზის შესახებ
„არქის“ დამფუძნებელი ჩემი ბავშვობის მეგობარია, მან ბიზნესი დაიწყო 2005 წლიდან, მილანში ვთამაშობდი მაშინ, არანაირი შეხება არ მქონია, დღესაც არ მაქვს აღნიშნულ ბიზნესთან“ - კახა კალაძე
"თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ, ოჯახის მიმართ''- კახა კალაძე
თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას