კახა კალაძე - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან - საქართველოს ხელისუფლება მზადაა ამისთვის, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რას გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების კონტექსტში გამოთქმული პოზიტიური მოლოდინი, რომელზეც მერმა გუშინ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.
„მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამისთვის, რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში გაკეთებული განცხადებები, მუქარის ტექსტები, მტრული დამოკიდებულება, ადამიანების დასანქცირება, რისთვისაც არავითარი საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და აშშ-თან გვექნება მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები ორივე ქვეყნის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით უნდა მოხდეს. როდესაც ვსაუბრობთ ინტერესებზე, ორივე ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული. ისე ვერ იქნება, რომ რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, ის გამოყენებული იყოს სხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად და ამ პროცესში დავიჩაგროთ, დავზარალდეთ, მივიღოთ მძიმე შედეგები. ასე არ გამოვა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების აღდგენა, არაერთხელ გამოვხატეთ მზაობა. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ამ ყველაფრისთვის ჩვენ მოგვიწია ბრძოლა, სისხლიც კი დაიღვარა. შესაბამისად, ამას სჭირდება გაფრთხილება, განმტკიცება, როგორც დამოკიდებელობას, ისე სუვერენიტეტს. საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გარკვეული განცხადებები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
„ზოგადად, სიახლეები იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით და დაველოდოთ. ის განცხადებები, სატელეფონო საუბარი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლიდან", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან
კახა კალაძე - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
კახა კალაძე - წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
მიხეილ ყაველაშვილი - სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია -კახა კალაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
"ნაციონალური მოძრაობა" - მოვითხოვთ, პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი ზეპირი განხილვის საფუძველზე გადაწყდეს
თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები
პროექტი დიდი დიღმიდან "დიდუბის" მეტროს მიმართულებით განხორციელდება. დაახლოებით 7.5 კილომეტრი სიგრძის არის, სადაც 11 გაჩერება იქნება - კახა კალაძე ტრამვაის ხაზის შესახებ
„არქის“ დამფუძნებელი ჩემი ბავშვობის მეგობარია, მან ბიზნესი დაიწყო 2005 წლიდან, მილანში ვთამაშობდი მაშინ, არანაირი შეხება არ მქონია, დღესაც არ მაქვს აღნიშნულ ბიზნესთან“ - კახა კალაძე
"თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ, ოჯახის მიმართ''- კახა კალაძე
თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას