არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" საქართველოს კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს. ასევე, დადასტურებულად ვიცით, რომ 2003 წლიდან ისინი სრულად გასული არიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. წარმოუდგენიათ, რომ მათთან მიმართებით განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალურ მოძრაობას" უარი უთხრა სარჩელის განხილვაზე, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის კონსტიტუციურობის საკითხს ეხებოდა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რომ მას აქვს უფლებამოსილება, ზეპირი მოსმენითაც და მის გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა კონკრეტულ საქმეს წარმოებაში. მაშინ, როდესაც საქმე სამართლებრივად აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და არ არსებობს არავითარი საფუძველი, რათა არა მხოლოდ განხილული და დაკმაყოფილებული იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" შესაბამისი პოზიცია, არამედ მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს პირები მავნებლები არიან. საკანონმდებლო ჩარჩოზე წარმოდგენა არ აქვთ და სურთ, ყველაფერი მათზე იყოს მორგებული. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, სასამართლო სხდომის ჩატარება უნდოდათ, არის ის, რომ კიდევ ერთი ტრიბუნა ჰქონოდათ, რათა საზოგადოებისთვის თვალებში ნაცარი შეეყარათ. საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივად არგუმენტირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო და კიდევ ერთხელ ჩაფლავდა „ნაცმოძრაობის" ბრძოლა კონსტიტუციისა და პარლამენტის წინააღმდეგ, ასევე, საკუთარი დანაშაულების დაფარვის მცდელობა. ისინი საგამოძიებო კომისიის წინაშე არ გამოცხადდნენ, შესაბამისი მტკიცებულებები არ წარადგინეს და ამით საქართველოს კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაარღვიეს", - აღნიშნა გორდულაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი სრულად დასაბუთებულია.

„ჩვენი პოზიციაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" და მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი პარტიები 2003 წლიდან დღემდე კონსტიტუციას არღვევენ. ისინი ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფო წესწყობილებას და ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, ცდილობენ, ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები და დემოკრატიის საფუძვლები. შესაბამისად, ეს ყველაფერი კონსტიტუციითვეა გათვალისწინებული, როგორც კონკრეტული პარტიის საქმიანობის შეწყვეტის ერთ-ერთი პირობა. მოლოდინი გვაქვს, რომ განხილვების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც კონსტიტუციითვეა გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური შეფასებები ან ინსინუაციები შეიძლება მოჰყვეს. ევროპის მასშტაბით არაერთი ასობით გადაწყვეტილება არსებობს, როდესაც კონსტიტუციის ფარგლებს გასული პარტიები არაკონსტიტუციურად არიან ცნობილი და მათი საქმიანობა შეწყვეტილია. ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ და არა ხელის გადაგრეხვის პრინციპს, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის" იყო დამახასიათებელი. ქართველი ხალხის სახელით სამართლებრივად ვიბრძოლებთ, რათა ეს მავნებლები ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ ველს და პოლიტიკური გარემო გაჯანსაღდეს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან
კახა კალაძე - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
კახა კალაძე - წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
მიხეილ ყაველაშვილი - სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია -კახა კალაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
"ნაციონალური მოძრაობა" - მოვითხოვთ, პარტიათა აკრძალვის სარჩელის დასაშვებობის საკითხი ზეპირი განხილვის საფუძველზე გადაწყდეს
თეა წულუკიანი: ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციების მოლოდინი არ მაქვს, ინდივიდუალური თუ იქნება ჩვენ მიჩვეული ვართ
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები
პროექტი დიდი დიღმიდან "დიდუბის" მეტროს მიმართულებით განხორციელდება. დაახლოებით 7.5 კილომეტრი სიგრძის არის, სადაც 11 გაჩერება იქნება - კახა კალაძე ტრამვაის ხაზის შესახებ
„არქის“ დამფუძნებელი ჩემი ბავშვობის მეგობარია, მან ბიზნესი დაიწყო 2005 წლიდან, მილანში ვთამაშობდი მაშინ, არანაირი შეხება არ მქონია, დღესაც არ მაქვს აღნიშნულ ბიზნესთან“ - კახა კალაძე
"თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ, ოჯახის მიმართ''- კახა კალაძე
თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას