დონალდ ტრამპი - დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი ცუდად ექცევა და ყბაში დარტყმისგან სრულად გონს არ მოსულა, ვუთხარი, სპარსეთის ყურეში გვინდა დახმარება, მიპასუხა, ეს ომის შემდეგ შეგვიძლიაო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, აღდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში არასაკმარისი მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.
დონალდ ტრამპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, მაგალითად, საფრანგეთისგან დახმარება ითხოვა, მათი წვლილი მინიმალური იყო.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი მოიხსენია ადამიანად, რომელსაც მეუღლე „უკიდურესად ცუდად ეპყრობა" და ის „მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმის შემდეგ გონს ჯერ არ მოსულა".
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო არაფერში სჭირდებოდა, თუმცა დახმარება იმიტომ ითხოვა, ენახა, რას იზამდნენ.
„ვურეკავ საფრანგეთს, მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა, მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა და ვეუბნები: „ემანუელ, ძალიან გვინდა დახმარება სპარსეთის ყურეში, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ, ცუდ ხალხს ვანეიტრალებთ და ბალისტიკური რაკეტებს ვანადგურებთ. ძალიან გვინდა თქვენი დახმარება, შეგიძლიათ, გემები დაუყოვნებლივ გამოაგზავნოთ?" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა, არა, არა, ამას ვერ გავაკეთებთ. ამის გაკეთება ომის დასრულების შემდეგ შეგვიძლია. მე კი ვუთხარი: ომის დასრულების შემდეგ არ მჭირდება, ემანუელ".
მსგავსი სიახლეები
ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება -ანტონიუ გუტერეში -ანტონიუ გუტერეში
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს
ირანის სამხედრო მისიისთვის ავსტრიამ აშშ-ს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრა
ემანუელ მაკრონი - ტრამპის განცხადება პასუხსაც კი არ იმსახურებს
ილჰამ ალიევი - სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში გზატკეცილის დაახლოებით 90 პროცენტი და რკინიგზის დაახლოებით 70 პროცენტი მზად არის
ვიქტორ ორბანი - ძვირფასო დონალდ ტუსკ, მაინტერესებს, ჩემ შესახებ ვიდეო პოლონეთშია გადაღებული თუ თქვენი უფროსების მიერ ბერლინში?
დონალდ ტრამპი - დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი ცუდად ექცევა და ყბაში დარტყმისგან სრულად გონს არ მოსულა, ვუთხარი, სპარსეთის ყურეში გვინდა დახმარება, მიპასუხა, ეს ომის შემდეგ შეგვიძლიაო
ფლორიდის შტატის, კორალ სპრინგის ვიცე-მერი მოკლეს
ირანში აქციის მონაწილე სიკვდილით დასაჯეს
მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ირანს ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ, ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია-დონალდ ტრამპი
Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე
ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს საკუთარი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "მტკიცედ განიხილავს" ნატო-დან გასვლას
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ -ტრამპი სტარმერს
სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა
აშშ-მა სამ რუსულ გემს სანქციები მოუხსნა