თბილისის მერია - მოქალაქეთა ჯგუფი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა, ​გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, პროვოკაციას ხელმძღვანელობდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი

თბილისის მერია ცხოველთა თავშესაფართან აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა, ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები, რაც წარმოადგენს როგორც უსაფრთხოების ნორმების, ისე კანონის უხეშ დარღვევას.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დედაქალაქში, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა, ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში. აქციის მონაწილეებს შორის იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროვოკაციის მოწყობას. მოქალაქეთა ნაწილი ასევე არ დაემორჩილა ადმინისტრაციის წარმომადგენლების მითითებებს, რომლებიც მზად იყვნენ, მათთვის კანონის ფარგლებში ეჩვენებინათ თავშესაფრის ტერიტორია და გაეცნოთ სამუშაო პროცესი.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები, შესაბამისად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, იქ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. უფრო მეტიც, მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები, რაც როგორც უსაფრთხოების ნორმების, ისე კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაცულია შესაბამისი სანიტარიული ნორმები, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს შინაგანაწესისა და კანონის სრული დაცვით. ასევე, თავშესაფრის ტერიტორიაზე არ არსებობს კრემატორიუმი, რომელსაც აქციის მონაწილეები ეძებდნენ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, დაემორჩილონ კანონს, რადგან ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა კანონდარღვევას წარმოადგენს, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი ნორმების დაცვით, თავშესაფრის ტერიტორია დაათვალიერებინოს და სამუშაო პროცესი გააცნოს", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

 





მსგავსი სიახლეები
თბილისის მერია - მოქალაქეთა ჯგუფი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა, ​გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, პროვოკაციას ხელმძღვანელობდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი
დავით სონღულაშვილი: რეაგირების გარეშე არ დარჩება არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან -სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
გამოცხადდა 2026 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსი - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“
გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი
2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
2 აპრილის ამინდის პროგნოზი
2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
,,გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა''- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ“ - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული. ცხოველის დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე - თენგიზ ჩალიგავა
პარლამენტმა სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას სოფელ წკერეში ფერდი ჩამოიშალა, მიმდინარეობს გამაგრების სამუშაოები, ზარალს კონტრაქტორი კომპანია სრულად აანაზღაურებს -საავტომობილო გზების დეპარტამენტი
2 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი, 3-4 აპრილს კი წვიმაა მოსალოდნელი
გამოცხადდა რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი საგრანტო კონკურსი
3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი