"Wellbeing Magazine-რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wellbeing Magazine საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა, რომელიც Microsoft-ის პორტალითაც MSN გავრცელდა.

Wellbeing Magazine-ის ჟურნალისტმა შებს ალომმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედია ტურის ფარგლებში იმოგზაურა და მკითხველს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. ჟურნალისტმა დედაქალაქთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულა.

„საქართველოში არასდროს ვიყავი ნამყოფი,  ამ ტურით აღფრთოვანებული დავრჩი, თბილისიდან ქუთაისსა და წყალტუბოში მცირე ხნით მოგზაურობის შემდეგ ძალიან სასიამოვნო გამოცდილება მივიღე, რომელსაც არ ველოდი.  საქართველო საოცრად მომხიბვლელია“,-წერს  Wellbeing Magazine-ის ჟურნალისტი.

სტატიის ავტორი აღწერს საქართველოს გამაჯანსაღებელ კურორტებს, ველნეს პროცედურებს, წყალტობოს სპა ცენტრებს, სადაც უძველესი, ბუნებრივი მინერალური და თიხის საშუალებები გამოიყენება. როგორც შებს ალომი აღნიშნავს, საქართველოს ველნეს კურორტებზე პროცედურები ეფექტურია და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ხელმისაწვდომია.

„ველნეს ცენტრების მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკიდან დაწყებული, თბილისის უძველესი გოგირდის აბანოებით გაგრძელებული და წყალტუბოს ცენტრებით დამთავრებული საქართველო  საოცარი გამაჯანსაღებელი მიმართულებაა, რომელიც კონკურენციას უწევს ევროპულს“,-წერს  შებს ალომი.





მსგავსი სიახლეები
"Wellbeing Magazine-რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება"
3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია - მოქალაქეთა ჯგუფი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა, ​გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, პროვოკაციას ხელმძღვანელობდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი
დავით სონღულაშვილი: რეაგირების გარეშე არ დარჩება არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან -სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
გამოცხადდა 2026 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსი - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“
გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი
2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
2 აპრილის ამინდის პროგნოზი
2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
,,გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა''- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ“ - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული. ცხოველის დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე - თენგიზ ჩალიგავა
პარლამენტმა სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას სოფელ წკერეში ფერდი ჩამოიშალა, მიმდინარეობს გამაგრების სამუშაოები, ზარალს კონტრაქტორი კომპანია სრულად აანაზღაურებს -საავტომობილო გზების დეპარტამენტი
2 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი, 3-4 აპრილს კი წვიმაა მოსალოდნელი