მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი დიდი სურვილია, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს, ეს მათი სურვილიც არის, დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინა ადმინისტრაციისგან დიდი ნეგატივი დარჩა
ჩვენი დიდი სურვილია, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს და მათი სურვილიცაა, გამოჩნდა ეს ყველაფერი. დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინა ადმინისტრაციისგან ძალიან დიდი ნეგატივი დარჩა. ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავდა, როგორი დამოკიდებულებით იყო წინა ადმინისტრაცია და როგორ შეიცვალა ეს პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ყაველაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას: „გუშინ თქვენ გამოხატეთ მზაობა, რომ ევროკავშირთან დიალოგი კიდევ ერთხელ განახლდეს. კიდევ ერთი ქვეყანა, რომლისგანაც ველით დიალოგს, არის აშშ. დღესაც მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილები, რომ კონკრეტულ შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან იმ პარტნიორისგან, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია. როგორია ხელისუფლების შეთავაზება და რა უნდა იყოს ის თამასა, სადამდეც აიწევს ქართული მხარის მოთხოვნები?", რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:
„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მედიის საშუალებით ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ თანმიმდევრული - რას ვაცხადებთ შეხვედრების დროს და რა მოლოდინები გვაქვს. გაიხსენებთ ალბათ, როგორი ქილიკი მოჰყვა ჩემს ვიზიტს გაერო-ში, როდესაც მქონდა შეხვედრები და ამ თემაზეც ვისაუბრე, რომ ისინი ამ საკითხს დაუბრუნდებოდნენ. შემდეგ მილანშიც მქონდა შეხვედრები, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. აღინიშნა, რომ ამ თემაზე მუშაობენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებიან. ასევე, გასულ კვირას გაიმართა სატელეფონო საუბარი პრემიერ-მინისტრთან. ეს არის თანმიმდევრული პროცესი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც სრულდება", - აღნიშნა ყაველაშვილმა.
ამასთან, „საზოგადოება ხედავს იმ ძალებს, რომლებიც ამ ყველაფერს ქილიკით უყურებენ, რა მდგომარეობაში არიან და როგორი დაკნინებულია მათი არსებობა".
„კიდევ უფრო დაკნინდება, რადგან როცა მთელი შენი კამპანია აგებულია სიცრუეზე, დეზინფორმაციაზე, სიძულვილსა და პოლარიზაციაზე და მით უმეტეს, არა საქართველოს მოქალაქეზე, აი, მცირე ჯგუფზე, არამედ ეს ყველაფერი გარედან იმართება, მათი დავალების აქტორები არიან საქართველოს საზღვრებს მიღმა, კიდევ უფრო მეტად მკაფიო ხდება ამ ხალხის არსებობა. ჩვენი მთავარი ორიენტირი არის ჩვენი საზოგადოება და მოქალაქეები. მოვუწოდებ და ვთხოვ მათ, მიუხედავად დეზინფორმაციისა და სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც შეხებაში ვართ ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან. მთავარია, როგორ სრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილია, ეს პროცესი გადაიტვირთოს და მათი სურვილიც არის, გამოჩნდა ყველაფერი. დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინა ადმინისტრაციისგან ძალიან დიდი ნეგატივი დარჩა. ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავდა, როგორი დამოკიდებულებით იყო წინა ადმინისტრაცია და როგორ შეიცვალა ეს პროცესი.
რაც ყველაზე მთავარია, იცით, რომ სლოვაკეთში ვიზიტმა დაგვანახა ის, რომ სლოვაკეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რას კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, მაგალითად, ბრიუსელი. ვხედავთ, რას კადრულობს თავად ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან მიმართებით, როგორებიც არიან სლოვაკეთი, უნგრეთი. ეს ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის. ამ პროცესში იმედისმომცემია სწორედ ისეთი ქვეყნები, როგორიც სლოვაკეთია. საჭიროა მათთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ჩვენმა საზოგადოებამ უფრო პრაგმატულად შეხედოს მიმდინარე პროცესებს და იმ სკეპტიციზმს, ნიჰილიზმს, რომელიც ევრობიუროკრატების ქმედებებიდან გამომდინარეობს.
ჩვენ არ ვამბობთ უარს, მაგრამ ყოველთვის აღვნიშნავთ, ვხედავთ, ევროკავშირის წევრი ქვეყანა როგორ იბრძვის საკუთარი ინტერესების გამო. ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რა გვსურს ჩვენ - ჩვენ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და ხედვებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, ნებისმიერი თემის განხილვისთვის. ეს არის ჩვენი მოცემულობა. ამას ვერავინ შეცვლის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ პოლიტიკას", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,,შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ''- ეკა სეფაშვილი
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა -მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი დიდი სურვილია, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს, ეს მათი სურვილიც არის, დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინა ადმინისტრაციისგან დიდი ნეგატივი დარჩა
ეკა სეფაშვილი - ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეტევით საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება სურთ, ეს ბრძოლა საზღვარგარეთიდანაც არის დაფინასნებული
შალვა პაპუაშვილი - ქართველები ჩადიოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ, ყველაზე ახლო წარსულში მოსკოვში გარბოდნენ, დღეს ეს ზოგისთვის ჰააგა და ბრიუსელია
შალვა პაპუაშვილი - სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ
საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვას - არამედ იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც ადგილზე წინააღმდეგობის პროცესში არიან ჩართულნი - ეკა გიგაური
მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის პრეზიდენტმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან
კახა კალაძე - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
კახა კალაძე - წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
მიხეილ ყაველაშვილი - სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია -კახა კალაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა