კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება

ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.

„ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, კაირო - ბათუმი - კაიროს საჰაერო ხაზზე არარეგულარული (ჩარტერული) რეისები 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. აღსანიშნავია, რომ კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასოდეს განხორციელებულა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 30 მარტს მიანიჭა.

დღეისათვის, Air Cairo ფრენებს ასრულებს შარმ ელ შეიხსა და თბილისს შორის, კვირაში 1 სიხშირით. ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება ეგვიპტის დედაქალაქსა და საქართველოს საზღვაო კურორტს შორის ახალ ტურისტულ დერეფანს ხსნის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - აპრილ-მაისში წმინდა სავალუტო შემოდინებები გაიზარდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება?
ვახტანგ ცინცაძე: "2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ბუნებრივად უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებას"
ირაკლი კობახიძე - 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური
საქსტატი - 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 7.1 პროცენტამდე შემცირდა
ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია
კახა კალაძე - კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
პრემიერი - სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში კომპანია "ტეზერის" შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო აქტიურად არის ჩართული ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას"
მარიამ ქვრივიშვილი: „ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში"
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას
მარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას"
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 4.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა
საქსტატი - 2026 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.7 პროცენტით გაიზარდა