პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა -მიხეილ ყაველაშვილი
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთი კვირის განმავლობაში მუდმივი კონტაქტი მქონდა სასულიერო პირებთან და ისინიც განცვიფრებული იყვნენ, რა ხდებოდა საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. ეს აჩვენებს, რა ძალა ჰქონდა ამ უდიდეს პიროვნებას. გარდა ამისა, დავინახეთ ხალხის განწყობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ. შეცდომების გარეშე ვერცერთი ხელისუფლება ვერ არსებობს. ბოლო წლების მოვლენებს კარგად თუ გადავავლებთ თვალს, ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ის უსმენს ხალხს და ისეთ ინსტიტუციებს, რომლებიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო - დღეს ერი და ბერი ერთად დგას და სწორედ ამას ვიცავთ.
ყველამ დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა. აქ პოლიტიკური განსხვავება არ იყო, ეს იყო ეროვნული საკითხი - რომ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს მამულს, რწმენას, ენას, კულტურას და ტრადიციებს. ეს იყო გამოხატული ბოლო წლებში ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის მიერ. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო ვიბრძვით პოლიტიკურ ველზე. გუშინდელი ჩემი შეხვედრაც ამ თემებს ეხებოდა. რა თანხვედრა გვაქვს, რას იცავს სლოვაკეთი - ეროვნული ინტერესები, ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები. ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველა ქვეყანას აწუხებს, მით უმეტეს, პატარა ქვეყნებს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართველ ჟურნალისტებთან.
ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, პატრიარქის გარდაცვალების დღეებში გამოჩნდა, რომ ხალხის უმრავლესობა ერთგულია საკუთარი ეკლესიისა და სარწმუნოების.
„არავის დავიწყებია, როგორ ებრძოდნენ პატრიარქს. გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც თავად პატრიარქი საუბრობს მასთან დაპირისპირებასა და ბრძოლაზე, როგორ უნდოდათ მაშინდელ ძალებსა და ხელისუფლებას ჩვენი სამოციქულო ეკლესიის დაკნინება. სწორედ ის ხალხი აკეთებდა ამას, ვინც დღეს ოპოზიციაში გაერთიანდა. პატრიარქის გარდაცვალების დღეებში გამოჩნდა, რომ ხალხის უმრავლესობა ერთგულია საკუთარი ეკლესიისა და სარწმუნოების. ვერასდროს ვერაფრით აკნინებდნენ ჩვენი პატრიარქისა და საპატრიარქოს ავტორიტეტს. საპატრიარქოს მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტზე მეტი ენდობოდა და მათთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორმე დაეზიანებინათ საპატრიარქოს ეს მაღალი მაჩვენებელი.
თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩვენი უწმინდესი გარდაიცვალა, ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რომ ვერ ვიცავდით ჩვენს პატრიარქს და საპატრიარქოს მაშინ, როდესაც შეურაცხყოფებს აყენებდნენ ეს ადამიანები ან მათი პარტნიორები. გაიხსენეთ გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი. წარმოუდგენელ რამეს აკეთებდა, პირდაპირ მხარს უჭერდა ოპოზიციას და თქვა, რომ თქვენი პრობლემა არის თქვენი რწმენა, საპატრიარქოო. ასეთი ადამიანები არიან კოლეგები ამ ახლად შექმნილი თუ ძველი რადიკალური ოპოზიციის. როგორ შეიძლება, საქართველოში ეჭვი შეეპაროს ვინმეს, რომ ესენი არ არიან ერთი ძალა. საქართველოს მოქალაქემ როგორ უნდა მისცეს თავს უფლება, ამ რადიკალურ ფრთას გაჰყვეს ან მხარი დაუჭიროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დაწყებული გაქვს პოლიტიკური ველის გაჯანსაღების პროცესი და არცთუ ისე ცუდად მიმდინარეობს. აუცილებლად უნდა არსებობდნენ განსხვავებული შეხედულების პარტიები, მაგრამ ეროვნულ პლატფორმაზე აუცილებლად უნდა იყვნენ", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,,შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ''- ეკა სეფაშვილი
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა -მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი დიდი სურვილია, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს, ეს მათი სურვილიც არის, დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინა ადმინისტრაციისგან დიდი ნეგატივი დარჩა
ეკა სეფაშვილი - ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეტევით საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება სურთ, ეს ბრძოლა საზღვარგარეთიდანაც არის დაფინასნებული
შალვა პაპუაშვილი - ქართველები ჩადიოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ, ყველაზე ახლო წარსულში მოსკოვში გარბოდნენ, დღეს ეს ზოგისთვის ჰააგა და ბრიუსელია
შალვა პაპუაშვილი - სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ
საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვას - არამედ იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც ადგილზე წინააღმდეგობის პროცესში არიან ჩართულნი - ეკა გიგაური
მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის პრეზიდენტმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან
კახა კალაძე - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
კახა კალაძე - წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
მიხეილ ყაველაშვილი - სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია -კახა კალაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა