ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია


ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კიბოს უფასო სკრინინგული კვლევები ჩაიტარეს. სტუმრებს ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ უმასპინძლა და სკრინინგცენტრში არსებული სერვისების, სამედიცინო აპარატურისა და პროგრამის განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ეროვნულ სკრინინგცენტრში ჩავიტარე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბოს სკრინინგული კვლევები. გულწრფელად გეტყვით, რომ თავდაპირველად მეც მქონდა გარკვეული შიში და ღელვა, თუმცა აქ არსებული გარემო, სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი და ყურადღება იმდენად დამამშვიდებელია, რომ ეს განცდა ძალიან სწრაფად ქრება. მინდა, იცოდეთ, ეს პროცესი მარტივი და უსაფრთხოა, რადგან ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატურით. განსაკუთრებული თხოვნით მივმართავ ქალბატონებს, არ დაივიწყოთ საკუთარი თავი. ხშირად ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ ოჯახს და სხვებზე ზრუნვას, თუმცა სწორედ ჯანმრთელობაა თქვენი ოჯახის სიმშვიდისა და კეთილდღეობის საფუძველი. გამოიყენეთ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტაროთ კიბოს სკრინინგული კვლევები. არ გადადოთ ზრუნვა ხვალისთვის, რადგან დროულად აღმოჩენილი დაავადება ნიშნავს უფრო მეტ შესაძლებლობას ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრების გასაგრძელებლად. გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა ფასდაუდებელია", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

თავის მხრივ, ეთერ კიღურაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები ეროვნულ სკრინინგცენტრში მნიშვნელოვანია, რათა საკუთარი მაგალითით აჩვენონ, რომ კვლევების ჩატარება და დროული სკრინინგი პრიორიტეტულია.

„სკრინინგცენტრი ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს, რომ კიბოს სკრინინგი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, უსაფრთხო, კომფორტული და საზოგადოებას მიეწოდოს მაღალი სტანდარტების სამედიცინო სერვისი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. კიბოს სკრინინგი არის თქვენი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა. დროული დიაგნოსტიკა ნიშნავს გადარჩენილ სიცოცხლეს", - განაცხადა ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორმა.

 





მსგავსი სიახლეები
მეუფე ნიკოლოზი - გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით
საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს - „შემდგომ სხდომაზე გამოვლინდეს საპატრიარქო კანდიდატები გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად“
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მეუფე ზენონ იარაჯული - პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება
სამი კომისია ჩამოყალიბდა - სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო,''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
4 და 5 აპრილს თბილისის ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება
ტერიტორიული პრინციპით პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
"Wellbeing Magazine-რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება"
3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია - მოქალაქეთა ჯგუფი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა, ​გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, პროვოკაციას ხელმძღვანელობდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი
დავით სონღულაშვილი: რეაგირების გარეშე არ დარჩება არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან -სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
გამოცხადდა 2026 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსი - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“
გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი