მეუფე ზენონ იარაჯული - პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება
პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე პროცედურული საკითხების განიხილებოდა.
„თითქმის 6-საათიანი სხდომა იყო, რომელიც ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, გამოვთქვით ჩვენი აზრები, მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ძირითადად პროცედურული საკითხების განხილვა იყო, მაგალითად, როგორ უნდა ჩატარდეს სინოდი მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით. ასევე, შეიქმნა საარჩევნო კომისია. რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხს, ამაზე მსჯელობა შედგება მომავალში, როდესაც კანდიდატებთან დაკავშირებული სინოდის სხდომა გაიმართება. ასაკი არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის საკითხს, დამოკიდებული იქნება კენჭისყრაზე. მომდევნო სინოდის სხდომა სავარაუდოდ პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გაიმართება. ამის შემდეგ კი იქნება გაფართოებული სხდომა, რომელზეც პატრიარქს ავარჩევთ", - განაცხადა მეუფე ზენონმა.
მსგავსი სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით
საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს - „შემდგომ სხდომაზე გამოვლინდეს საპატრიარქო კანდიდატები გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად“
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მეუფე ზენონ იარაჯული - პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება
სამი კომისია ჩამოყალიბდა - სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო,''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
4 და 5 აპრილს თბილისის ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება
ტერიტორიული პრინციპით პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
"Wellbeing Magazine-რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება"
3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია - მოქალაქეთა ჯგუფი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა, გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, პროვოკაციას ხელმძღვანელობდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი
დავით სონღულაშვილი: რეაგირების გარეშე არ დარჩება არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან -სურსათის ეროვნული სააგენტო
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
გამოცხადდა 2026 წლის შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის კვლევების საგრანტო კონკურსი - „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“