"დონალდ ტრამპის ომი ირანთან წარუმატებელია და მან ეს თვითონაც კარგად იცის. პრეზიდენტი თავის შეცდომის შედეგებს ნატოელ მოკავშირეებს აბრალებს"-The Daily Telegraph
„დონალდ ტრამპის ომი ირანთან წარუმატებელია და მან ეს თვითონაც კარგად იცის. პრეზიდენტი თავის შეცდომის შედეგებს ნატოელ მოკავშირეებს აბრალებს“ - ასეთი სათაურით აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორის, სამხედრო ექსპერტის ჰემიშ ბრეტონ-გორდონის აზრით, აშშ-ისა და ისრაელის ლიდერების მიერ ირანის წინააღმდეგ ერთი თვის წინ დაწყებული ომი თეთრი სახლის მოლოდინებს არ ამართლებს, ხოლო მისი ესკალაცია სიტუაციას აუარესებს.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
აშშ-ის პრეზიდენტი ნატოელ მოკავშირეებს ისევ საყვედურობს და აცხადებს, რომ რადგანაც ისინი ირანთან წინააღმდეგ ოპერაციაში არ ეხმარებიან, შესაძლოა მათთან ურთიერთობა შეზღუდოს. ნებისმიერი კომპეტენტური სამხედრო მრჩეველი ეტყოდა დონალდ ტრამპს, რომ ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც სპარსეთის ყურე წარმოადგენს, ომის ესკალაცია ბევრ რისკებს შეიცავს. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, თავის მრჩევლებს არ უსმენს. არადა, აშკარაა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა დონალდ ტრამპისათვის, ნაპოლეონის მსგავსად, შეიძლება ვატერლოოდ იქცეს.
ომის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა - იმ ომისა, რომლის დამთავრებას დონალდ ტრამპი სწრაფად და უპრობლემოდ აპირებდა და რომელიც რეალობაში სულ სხვანაირი აღმოჩნდა. სამხედრო კამპანია ჩიხში შევიდა, თეთრი სახლი კი, როგორც ჩანს, სულ უფრო ხშირად ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს. აშშ-ის ადმინისტრაციამ გააცნობიერა, რომ საქმე ცუდად არის: საწვავის ფასი თვით ამერიკაშიც იზრდება, რაც ძალზე არასასიამოვნოა - ამერიკელთა განწყობა მთავრობის მიმართ ნეგატიური ხდება, თანაც მოახლოებული შუალედური არჩევნების ფონზე. დონალდ ტრამპმა განტევების ვაცის ძებნა დაიწყო, მაგრამ არა თავის ქვეყნის შიგნით, არამედ აშშ-ის გარეთ.
ვარაუდები იმაზე, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტანკერების თავისუფლად მოძრაობის უზრუნველყოფად პასუხისმგებლობა სხვებს [ანუ ევროპულ ქვეყნებს, ნატოსა და ევროკავშირის წევრებს] უნდა დაეკისროთ, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. თუ ევროპა უმოქმედოდ იქნება, შექმნილ ვაკუუმს, ალბათ, ჩინეთი შეავსებს - პეკინი, რა თქმა უნდა, მოხარული იქნება, თუ მას ამის შესაძლებლობა ექნება. ჩინეთის დამოკიდებულება სპარსეთის ყურის ნავთობზე მნიშვნელოვანია და თუ „ცისქვეშეთს“ ჰორმუზის სრუტეზე გავლენის მოხდენის შანსი მიეცემა, ეს მისთვის სტრატეგიული საჩუქარი იქნება. ამით განმტკიცდებოდა პეკინ-თეირანის ურთიერთობებიც, რაც კიდევ უფრო შეცვლიდა ძალთა ბალანსს მსოფლიოში.
იმავდროულად, თუ აშშ ნატოსაგან დისტანცირებას მოახდენს, ამით ვაშინგტონის მოწინააღმდეგე სხვა ქვეყნები გათამამდებიან, მაგალითად იგივე ჩინეთი, რომლის ამბიციები ტაივანის მიმართ დიდი ხანია ცნობილია. საეჭვოა, რომ დასუსტებული ნატო რაიმე გაბედულ ნაბიჯს გადადგამს როგორც კოლექტიური თავდაცვის პრინციპის უზრუნველსაყოფად, ასევე თავისი უშუალო გეოგრაფიული არეალის მიღმა.
ბედის ირონიით, მსგავსი სიტუაციის განვითარების კვალობაზე, შეიძლება ისეთი ვარაუდის საფუძველი გაჩნდეს, რომ ევროპა და უკრაინაც, რომლებიც ამერიკაზე იყვნენ დამოკიდებულები და ფრთხილობდნენ, ახლა აშშ-ის გარეშე უფრო თამამად იმოქმედებენ, ანუ ევროპული ქვეყნები უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რათა შეთანხმებულად და მიზანმიმართულად იმოქმედონ.
და მაინც, ნუ ვიქნებით იმაში დარწმუნებულნი, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკური ამბიციები უცვლელი დარჩება. არ არის გამორიცხული, რომ მოულოდნელად დონალდ ტრამპზე გარკვეული გავლენა [ან „ზეწოლა“] მოხდეს. აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობებს, თუნდაც სიმბოლურად, მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ მეფე ჩარლზის აშშ-ში ვიზიტს პრეზიდენტი ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს.
სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთი ბოლო დროს, ალიანსის ჩარჩოებში, ევროპული საკითხების მიმართ ნაკლებ დაინტერესებას იჩენს. ამ მხრივ უფრო მეტად გერმანია აქტიურობს. გაერთიანებულმა სამეფომ იგივე უნდა გააკეთოს და რაც შეიძლება სწრაფად.
წყარო:
მსგავსი სიახლეები
"მთავარი პრობლემა ვიქტორ ორბანი არ არის: რატომ ვერ იღებს კიევი ევროკავშირის კრედიტს და რა ბედი ელოდება უკრაინას"
"დონალდ ტრამპის ომი ირანთან წარუმატებელია და მან ეს თვითონაც კარგად იცის. პრეზიდენტი თავის შეცდომის შედეგებს ნატოელ მოკავშირეებს აბრალებს"-The Daily Telegraph
The Telegraph: ტრამპი ნატოსთვის ახალი წესის "გადაიხადე თამაშისთვის" დანერგვას აპირებს
შეიძლება თუ არა ომი უახლოეს დღეებში დასრულდეს? რას მოსთხოვს ირანი ამერიკას სანაცვლოდ?-BBC
"პრეზიდენტის პასტორი: "დონალდ ტრამპს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"-The Daily Telegraph
"რას გულისხმობს რეალურად დონალდ ტრამპი აშშ-ისრაელის "გამარჯვებაში" ირანის წინააღმდეგ"-The Independent
"როგორ ვნებს დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი"- The Economist
"კრემლი და თეთრი სახლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის ემზადებიან: სამი მნიშვნელოვანი საკითხი ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება" -BBC
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჰეგემონიის ეპოქა დასრულდა - The Washington Post
ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის, კრემლის კრიტიკის გამო - ISW
"ჩვენ გვჭირდება გულწრფელი საუბარი "უცხოური აგენტების" შესახებ კანონზე"-openDemocracy
უკრაინელი სამხედროები, სავარაუდოდ, ბახმუტიდან კონტროლირებადი გასვლისთვის ემზადებიან - ISW
Politico - ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება
რუსები ნელ-ნელა ბახმუტის ირგვლივ მაგრდებიან-BBC