შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის" - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.

„ცნობარი აბიტურიენტებისათვის" წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო სახელმძღვანელოს, რომელიც მომავალ სტუდენტებს საშუალებას აძლევს ეფექტიანად დაგეგმონ როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების, ისე რეგისტრაციის ეტაპები.

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს აბიტურიენტებისთვის აუცილებელ და დეტალურ ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ. მასში გაერთიანებულია გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურა და ეტაპები, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესები და რეკომენდაციები, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისა და მიმდინარეობის საკითხები, შედეგების გამოქვეყნების წესი, აპელაციის პროცედურა და უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი.

დოკუმენტში, ასევე, წარმოდგენილია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელიც აბიტურიენტებს ეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.

ცნობარში დამატებით ასახულია ინფორმაცია თითოეული საგნისთვის განსაზღვრული კოეფიციენტების, კომპეტენციის მინიმალური ზღვრის, სწავლის საფასურისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, ყურადღებით გაეცნონ დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას და რეგისტრაციისა და საგამოცდო პროცესის ყველა ეტაპი შესაბამისად დაგეგმონ.

 

 





მსგავსი სიახლეები
„მნიშვნელობა არ აქვს, იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა. აღდგომა სულ სხვა რამეა...“ - მამა შალვა კეკელია
ლაზარეს შაბათი - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღესასწაულის შესახებ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით
საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს - „შემდგომ სხდომაზე გამოვლინდეს საპატრიარქო კანდიდატები გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად“
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მეუფე ზენონ იარაჯული - პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება
სამი კომისია ჩამოყალიბდა - სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო,''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
4 და 5 აპრილს თბილისის ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება
ტერიტორიული პრინციპით პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
"Wellbeing Magazine-რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება"
3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია - მოქალაქეთა ჯგუფი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა, ​გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, პროვოკაციას ხელმძღვანელობდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი
დავით სონღულაშვილი: რეაგირების გარეშე არ დარჩება არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან -სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა