,,რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს''- სერგეი კირიენკო
რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს მის ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სადაც მან მონაწილეებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვა წაუკითხა.მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა" იყოს.„რუსეთ-აფხაზეთის პარტნიორობა ყოვლისმომცველია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა პერსპექტიულ სფეროში ენერგიულად მუშაობის გაგრძელება და პროექტების განვითარება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გულწრფელად ცდილობს, რომ აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ თანამედროვე, კომფორტული ქვეყანა იყოს", - აღნიშნული იყო მიმართვაში.ამასთან, კირიენკომ, ფორუმზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის რეგიონები აფხაზეთს კოლეჯების რემონტსა და სოხუმში სკოლის ფილიალის მშენებლობაში დაეხმარებიან.„სანქტ-პეტერბურგის მთავრობა თავის თავზე იღებს აფხაზეთის დედაქალაქში, კოლეჯების რეკონსტრუქციაში დახმარების გაწევას, მოსკოვის ოლქის მთავრობა კი იღებს ვალდებულებას, ააშენოს ცნობილი პრიმაკოვის სკოლის ფილიალი აფხაზეთის დედაქალაქში", - განაცხადა კირიენკომ.მისი მტკიცებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობა სისტემური და სტრატეგიული ხასიათისაა და პრიორიტეტულ სფეროებს შორისაა აფხაზეთისთვის დახმარების გაწევა, მათ შორის „რესპუბლიკის მოქალაქეების" სოციალური უზრუნველყოფის კუთხით.მისი მტკიცებით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა, რაც მოიცავს არა მხოლოდ ელექტროენერგიის აფხაზეთში გაგზავნას, არამედ ქვესადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების და აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების რეკონსტრუქციის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებასაც. კირიენკოს თქმით, ენერგომომარაგების სექტორში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და სტაბილურ და საიმედო ენერგოწყაროზე წვდომის გარეშე, ამჟამად განხილვის პროცესში არსებული საინვესტიციო პროექტების უმეტესობას განხორციელების შანსი არ აქვს.ცნობისთვის, სოხუმში ეკონომიკური ფორუმი „აფხაზეთი: ინვესტიციები მომავალში" გაიხსნა. ღონისძიებაზე დასასწრებად დელეგაციები ჩავიდნენ ოკუპირებული ცხინვალიდან და მოსკოვიდან. მათ შორის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ ფორუმის ფარგლებში „სამი სამთავრობათშორისო შეთანხმების, ერთი უწყებათშორისი შეთანხმების, 15 სამთავრობათშორისო და უწყებათშორისი მემორანდუმის და 19 საწარმოებს შორის შეთანხმების" ხელმოწერა იგეგმება.
მსგავსი სიახლეები
,,რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს''- სერგეი კირიენკო
,,შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ''- ეკა სეფაშვილი
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა -მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი დიდი სურვილია, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს, ეს მათი სურვილიც არის, დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინა ადმინისტრაციისგან დიდი ნეგატივი დარჩა
ეკა სეფაშვილი - ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეტევით საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება სურთ, ეს ბრძოლა საზღვარგარეთიდანაც არის დაფინასნებული
შალვა პაპუაშვილი - ქართველები ჩადიოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ, ყველაზე ახლო წარსულში მოსკოვში გარბოდნენ, დღეს ეს ზოგისთვის ჰააგა და ბრიუსელია
შალვა პაპუაშვილი - სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ
საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვას - არამედ იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც ადგილზე წინააღმდეგობის პროცესში არიან ჩართულნი - ეკა გიგაური
მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის პრეზიდენტმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან
კახა კალაძე - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
კახა კალაძე - წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
მიხეილ ყაველაშვილი - სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია -კახა კალაძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა