ლაზარეს შაბათი - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღესასწაულის შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.

 

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. "ლაზარე" ებრაული სახელია და ქართულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.

 

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია თევზით და ხიზილალით, ხოლო ბზობის დღესასწაულზე ვიხმევთ თევზსაც. ამ დღეს მორწმუნეებს ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები გასახსენებლად იმისა, თუ როგორ უფენდნენ ოდესღაც იესო ქრისტეს მწვანე რტოებს ებრაელები მისი იერუსალიმში დიდებით შესვლისას, პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე.

 

ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება.

 

ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია. იოანე ზოსიმეს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"-ს მიხედვით, "დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!".

ტროპარი:
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი:
ჭეშმარიტად ყოველთათვის მხიარულებაი არს ქრისტე, ნათელი და ცხოვრებაი სოფლისა, რამეთუ აღდგომაი მკვდართა ცხად-ჰყო სახიერებითა თვისითა და სახე გვექმნა აღდგომისა, და ყოველთა ღმრთაებრ მიმადლებს ცოდვათა მიტევებასა.

კონდაკი:
ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწვდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მირახვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხ0დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, და შეიწირე იგი ცრემლნი მართას და მარიამისნი.

 

 





მსგავსი სიახლეები
ლაზარეს შაბათი - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღესასწაულის შესახებ
29 მარტი წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა
არ უნდა შეგვეშინდეს ვნებებთან ბრძოლის და არ გვეგონოს, რომ ეს გვართმევს სიხარულს, პირიქით, ეს გვანიჭებს სიხარულს -მეუფე შიო
13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
შევძელით მოგვემზადებინა პროგრამა იმისათვის, რომ სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა - ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს გაეკეთებინათ -დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ბოლო საუკუნეებში ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დასცილდა ქრისტიანულ ფესვებს. ეროვნული თვითმყოფადობისაგან გაუცხოება იწვევს საზოგადოების დანაწევრებასა და გათიშულობას -საქართველოს საპატრიარქო
მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს
"ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიისა და ავტოკეფალიის სახით"- მეუფე შიო
ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
მირქმა - მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
21 იანვარი აბო თბილელის ხსენების დღეა
დღეს ნათლისღებაა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
დღეს ფერისცვალებაა
13 ივლისს საქართველოში სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა