4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გართობისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის იდეალური დღეა. თუ დასვენებისთვის დროს და ძალას გამონახავთ, სასიამოვნო შეხვედრა გელით.
ერიდეთ კამათსა და სკანდალებს - ამ დღეს გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენას დიდი დრო და ენერგია დასჭირდება. პერსპექტიული დღეა მივლინებისთვის - გარემოს შეცვლა შთაგაგონებთ და ბევრ რამეს ახლებურად დაგანახვებთ. ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით მოსალოდნელია საინტერესო შეთავაზებები, თუმცა, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას უნდა მოერიდოთ. ამ დღეს არსებობს საკვებით მოწამვლის რისკი, ამიტომ პროდუქტების ვარგისობის ვადა აუცილებლად უნდა შეამოწმოთ.
კურო
სასიყვარულო ფრონტზე არსებულ უძრაობას მალე მსუბუქი ფლირტი შეცვლის. შეგიძლიათ ამით ისიამოვნოთ, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობას ნუ ელით. დაოჯახებულ კუროებს ვურჩევთ, საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მოთმინება გამოიჩინონ - გულწრფელი საუბრით მცირე გაუგებრობებს ადვილად დაძლევთ.
ამ კვირას თქვენი დევიზია შრომა და კიდევ ერთხელ შრომა! დაგროვილი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ დაუღალავი ძალისხმევით შეძლებთ. მიზნის მიღწევას ეშმაკობითა და ტყუილით ნუ ეცდებით - ეს თქვენს ავტორიტეტს შელახავს და საჭირო ადამიანებთან დაგაპირისპირებთ. გადაიღლამ შეიძლება ჯანმრთელობაზე იმოქმედოს, ამიტომ თუ შესაძლებლობა გაქვთ, დასვენების დღე აიღეთ და პიკნიკზე გაემგზავრეთ.
ტყუპები
ამ დღეს პირად ურთიერთობებში განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ. ნუ ეცდებით საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას სხვისი ინტერესების ხარჯზე. გაითვალისწინეთ, რომ ოჯახურ ცხოვრებას გრძნობების განახლება და მრავალფეროვნება სჭირდება, თორემ ყოველდღიური რუტინა გრძნობებზე დამღუპველად იმოქმედებს.
სავარაუდოდ, დაგეგმილი მგზავრობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. სამსახურში შეძლებთ თქვენი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს ენდეთ - სავარაუდოდ, მეგობრების რჩევა ან დახმარება სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. ეს დღე სჯობს აქტიურად გაატაროთ, სეირნობა ან მსუბუქი ვარჯიში ძალიან წაგადგებათ.
კირჩხიბი
ამ დღეებში ზედმეტად მგრძნობიარე ხართ, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ძვირფას ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ. ხვალ ყველაფერს სრულიად სხვა მხრიდან დაინახავთ და გაცხარებულ გულზე ნათქვამ სიტყვებს ინანებთ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოაგვარებთ პრობლემებს, რომლებიც ბოლო დღეებში მოსვენებას არ გაძლევთ.
არამდგრად და საეჭვო შემოსავალს ნუ გამოეკიდებით. მით უმეტეს, რომ სამუშაო ვალდებულებები არც ისე მარტივი შესასრულებელი იქნება. მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, რომ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთოთ და სოციალური სტატუსი აიმაღლოთ. ხალხი თქვენი იდეების მოსასმენად მზადაა და შეიძლება უამრავი თანამოაზრე იპოვოთ.
ლომი
შესანიშნავი დღეა მგზნებარე რომანის დასაწყებად. ახლა გაქვთ შანსი, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს იდეალებს და შეხედულებებს იზიარებს. ურანისა და მერკურის ნეგატიური განლაგება ახლობლებთან ურთიერთობაში მცირე უთანხმოებას გამოიწვევს. მთლიანობაში რთული პერიოდია, ამიტომ სჯობს პასიურად გაატაროთ.
მნიშვნელოვანია, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ და დახმარების თხოვნაზე უარი არავის უთხრათ. შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხში პარტნიორებსა და თანამოაზრეებს დაეყრდნოთ. სამსახურში გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ სახლში დროულად წახვიდეთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
ქალწული
პირად ცხოვრებაში შესაძლოა მცირე გაუგებრობა მოხდეს, თუმცა ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი კარგადაა - მატერიალური რყევები და მოულოდნელი ხარჯები არ გემუქრებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობლებსა და ნათესავებს მხარში ამოუდგეთ. თუ გადაუდებელი საქმეები არ გაქვთ, სჯობს საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.
ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, თუმცა ზედმეტ რისკს უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოთ, რომელიც მომავალში შემოსავლებს გაგიზრდით. თუ ბოლო დროს ფეხების შეშუპება გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
სასწორი
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ფიქრობთ, რომ პარტნიორი ხასიათით არ გეფერებათ და ის სულაც არ არის ისეთი, როგორიც თავიდან მოგეჩვენათ. ნუ დაიჯერებთ იმას, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ და საკუთარი ყურით არ მოგისმენიათ, თორემ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ.
თუ სასარგებლო ნაცნობობის შანსი მოგეცათ, აუცილებლად გამოიყენეთ. ხელსაყრელ შესაძლებლობებს ხელიდან ნუ გაუშვებთ, თორემ დიდხანს ინანებთ. ამ დღეს მთავარია სულიერი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ. თუ ვარჯიშის დაწყებას აპირებდით, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა!
მორიელი
შესაძლოა, წარუმატებლად დასრულებულმა რომანმა გული გატკინოთ, თუმცა ეს განკურნების განუყოფელი ნაწილია - ბოლოს ფენიქსივით ფერფლიდან აღდგებით. ეცადეთ, ოჯახში ახალი ტრადიციები დაამკვიდროთ, რაც არსებულ კავშირებს კიდევ უფრო განამტკიცებს. ენერგიით სავსე ხართ იმისთვის, რომ ახალ საქმეს შეეჭიდოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ უკვე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. თქვენი ინტუიცია უჩვეულოდ გამახვილებულია, შეგიძლიათ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენოთ.
ფინანსურ მდგომარეობაში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები, თუმცა მოულოდნელმა ხარჯებმა ან დაგროვილმა ვალებმა შესაძლოა მთელი შემოსავალი შეიწიროს. დღეს გექნებათ შანსი, რომ თქვენი ქარიზმითა და ნიჭით გაიბრწყინოთ.
მშვილდოსანი
გუშინდელი დღის დადებითი ტენდენციები მომდევნო 24 საათის განმავლობაში შენარჩუნდება. ახლობლებთან არსებული დაძაბულობა ჩაცხრება, რაც დიდწილად, თქვენი ძალისხმევის შედეგია. პირადი ცხოვრების პრობლემებმა შესაძლოა, პროფესიულ მოვალეობებს გარკვეული დროით მოგწყვიტოთ.
ახალი ნაცნობობა სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. არსებობს ყველა პირობა, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს, მთავარია შანსი ხელიდან არ გაუშვათ. უარი თქვით ალკოჰოლზე და ზომიერება დაიცავით კვებაში, რათა კუჭ-ნაწლავის პრობლემები თავიდან აიცილოთ.
თხის რქა
თუ თაყვანისმცემელთან ურთიერთობა ისეთი ნათელი და მხიარული აღარაა, როგორიც ადრე, ჯობია, რომ ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენოთ. მეუღლე თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, ამიტომ ყველა საშუალება გამოიყენეთ, რომ თქვენი ქორწინება უფრო ნათელი და ჰარმონიული გახადოთ.
თუ აშკარა უსამართლობას შეეჯახეთ, წყენას გულში ნუ დაიტოვებთ და ეცადეთ, თქვენი პოზიცია დაასაბუთოთ. შესაძლოა მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გეგმების შეცვლას და გამგზავრებას გაიძულებთ. დღის მთავარი საფრთხე ტრავმებია, ამიტომ ფრთხილად იყავით და მკვეთრ მოძრაობებს მოერიდეთ!
მერწყული
ამ ნიშნის გოგონებს ახალი, ხანმოკლე გატაცება ელით. ხელსაყრელი პერიოდია არსებული კავშირების განმტკიცებისთვის. ეს დღე სავსეა სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობით - ძველი მეგობრების გარდა, შეიძლება ახალი ნაცნობებიც გამოჩნდნენ. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულმა მოვლენებმა თქვენგან მოხერხებულობა და გამჭრიახობა მოითხოვოს.
კარგი დროა ავტორიტეტულ ადამიანებთან შეხვედრისთვის, რომლებისგანაც ბევრს ისწავლით. ერთადერთი, რამაც შეიძლება დღე დაგიმძიმოთ, წარსულის გამო მსუბუქი ნოსტალგიაა.
თევზები
თქვენს სულში ისევ ვარდები ყვავის, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა პირად ცხოვრებას მიხედოთ! მიმოიხედეთ ირგვლივ - შესაძლოა პოტენციური მეორე ნახევარი სულ ახლოსაა! მოსალოდნელია, რომ უფროსმა ნათესავებმა თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა გადაწყვიტონ და რჩევებით აგავსონ. მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადეთ, მაგრამ მათი მითითებების შესრულებას ნუ იჩქარებთ.
სანამ თქვენი კოლეგების უმეტესობა ზერელედ მუშაობს, თქვენ შეძლებთ ხელმძღვანელობას თქვენი უნარები და შესაძლებლობები დაანახვოთ. ნუ იჩქარებთ იმ ფულის დახარჯვას, რომელიც მალე ხელში ჩაგივარდებათ - ფორტუნას მფლანგველი ადამიანები არ უყვარს. მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს - თქვენი ენერგია დაქვეითებულია და მალე დაიღლებით.
მსგავსი სიახლეები
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
4 აპრილის ამინდის პროგნოზი
„მნიშვნელობა არ აქვს, იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა. აღდგომა სულ სხვა რამეა...“ - მამა შალვა კეკელია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით
საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს - „შემდგომ სხდომაზე გამოვლინდეს საპატრიარქო კანდიდატები გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად“
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მეუფე ზენონ იარაჯული - პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება
სამი კომისია ჩამოყალიბდა - სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო,''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
4 და 5 აპრილს თბილისის ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება
ტერიტორიული პრინციპით პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
"Wellbeing Magazine-რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება"
3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია - მოქალაქეთა ჯგუფი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა, გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, პროვოკაციას ხელმძღვანელობდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი
დავით სონღულაშვილი: რეაგირების გარეშე არ დარჩება არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან -სურსათის ეროვნული სააგენტო