აშშ-მა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს სანქციები მოუხსნა

აშშ-მა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს სანქციები მოუხსნა. როგორც „როიტერი" წერს, ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ვაშინგტონის პოზიციის ცვლილებას რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

ზადორნოვი სანქციების სიაში 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიყვანეს.

წყაროების ცნობით, ზადორნოვმა მიმართა ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს (OFAC) სანქციების სიიდან ამოღების მოთხოვნით, რის შემდეგადაც მას სანქციები მოუხსნეს.

მიხაილ ზადორნოვი 1997 წლიდან 1999 წლამდე რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ, 2018 წლიდან 2022 წლამდე კი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „ოტკრიტიეს" აღმასრულებელი დირექტორი იყო.

 





მსგავსი სიახლეები
„ეს ნატო-სთვის გამოცდა იყო. მე ისინი არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა მათი გამოცდა -დონალდ ტრამპი
,,მსგავსი ომის დანაშაულით თეთრი სახლი ვერაფერს მიიღებს''-ირანის პარლამენტის სპიკერი
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო
INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა
აშშ-ში ირანელი სამხედრო ლიდერის, ყასემ სოლეიმანის ნათესავები დააკავეს - მარკო რუბიომ მათ "მწვანე ბარათები" ჩამოართვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანთან გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, შეამციროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ზე მეტი ირანული სამიზნე დაბომბეს
რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, კონფლიქტების მიმართ გულგრილები ნუ გახდებიან
,, მან დაზიანებები მიიღო, თუმცა ყველაფერი რიგზე ექნება''- ტრამპი ირანში დაკარგული ამერიკელი მფრინავის გადარჩენის შესახებ
პოლიციამ თელ-ავივში ანტისაომარი მიტინგი დაშალა
სომხეთის პარლამენტის სპიკერი - თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ირანის გარშემო კონფლიქტი გეოსტრატეგიულ ჩიხშია შესული
,,აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს''-აბას არაღჩი
ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან დღემდე 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 365 სამხედრო პირი-THE WALL STREET JOURNAL
ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
აშშ-მა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს სანქციები მოუხსნა
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა - The Wall Street Journal
ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება იმ შემთხვევებში, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება - ჯორჯია მელონი