გია ვოლსკი - ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ
ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ისინი ქვეყანაზე მოფიქრალ ადამიანებად თავის წარმოჩენას ცდილობენ.
„„ნაცმოძრაობის" გაერთიანება „ახალი" სახეებით, ახალი ვარცხნილობით, პიჯაკით, მოშვებული წვერით თუ გაჭაღარავებული თმებით მაინც იგივე შინაარსითაა, როცა ხელისუფლება ჰქონდათ ხელთ და ადამიანების ბედს განაგებდნენ ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნდათ. ახლა ჩამალული არიან ჩრდილში და იქიდან ცდილობენ, საკუთარი თავი ქვეყანაზე მოფიქრალ ადამიანებად წარმოაჩინონ. ასე არ არის, ყველას, სხვადასხვა დოზით, სისხლში აქვს ხელი გასვრილი და თავისი ქვეყნისთვის, ცუდის გარდა, არაფერი მოუტანია. მათი ძალისხმევა ემსახურება მთავარ მიზანს, რომ მსოფლიო დაპირისპირების პერიპეტიებში საქართველო ისეთ მიმართულებაში ჩართონ, რომელსაც სხვა ქვეყნების დედაქალაქებიდან უთითებენ. მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება - უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ. ქარტია შექმნეს, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი. იმან ვერ გაამართლა, თორემ ქარტიის იდეა ძალაში რჩება - მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ აგინეს ერთმანეთს. იგივე სცენარი ვითარდებოდა, როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ადამიანები აქებდნენ და მუხლზე ჩოქვით მივიდნენ „ნაცმოძრაობის" ოფისში. ესეც მითითება იყო. ანუ, ის განაგებს, ვინც ფულს იხდის და პირობებს აძლევს. ეს ცენტრი თბილისში არ მდებარეობს, გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება. ეს ინსტრუქცია „ჭკვიანურია", თუმცა საქართველოსთვის ზიანის მომტანი თავისი მზაკვრულობით, ქვეყნისთვის არასასურველი განვითარების პერსპექტივით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები
გია ვოლსკი - ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე, საქართველოში სლოვაკეთ-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება - გიორგი ზურაბაშვილი
,,რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს''- სერგეი კირიენკო
,,შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ''- ეკა სეფაშვილი
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ყველამ დაინახა ქართველი ხალხის განწყობა, დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა -მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი დიდი სურვილია, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს, ეს მათი სურვილიც არის, დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინა ადმინისტრაციისგან დიდი ნეგატივი დარჩა
ეკა სეფაშვილი - ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეტევით საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება სურთ, ეს ბრძოლა საზღვარგარეთიდანაც არის დაფინასნებული
შალვა პაპუაშვილი - ქართველები ჩადიოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ, ყველაზე ახლო წარსულში მოსკოვში გარბოდნენ, დღეს ეს ზოგისთვის ჰააგა და ბრიუსელია
შალვა პაპუაშვილი - სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ
საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვას - არამედ იმ ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომლებიც ადგილზე წინააღმდეგობის პროცესში არიან ჩართულნი - ეკა გიგაური
მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის პრეზიდენტმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას შეხვდა
არჩილ გორდულაძე - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციაზე წარმოდგენა არ აქვს, მათი პოზიცია როცა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს დასაშვებად ცნობისთვის, ეს ხაზს უსვამს, რომ მავნებლები არიან
კახა კალაძე - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დიდი იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, მოლოდინი გულისხმობს, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
კახა კალაძე - წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები
მიხეილ ყაველაშვილი - სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი
სლოვაკეთის პრეზიდენტი - საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია -კახა კალაძე